ზამბიის ხელისუფლებამ ორი ლომი მოკლა - მოსახლეობა შეშინებულია მას შემდეგ, რაც მტაცებლებმა დასახლებულ ადგილებში დაიწყეს გამოჩენა. ლომებმა ორი კვირის განმავლობაში 16 ძროხა დახოცეს. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სახელმწიფო მაუწყებელს ZNBC-ს განუცხადა, რომ ადამიანებს სახლებიდან გამოსვლის ეშინიათ.
"არსებობს რეალური საშიშროება, რომ მოსწავლეებს სკოლისკენ მიმავალ გზაზე დაესხან თავს. ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ზოგიერთი სკოლა დაიხურება", - თქვა საოლქო კომისარმა, სიმეონ მაჩაიმ.
ადგილობრივი გაზეთის, Lusaka Times-ის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევისას ლომები თავს ურემს დაესხნენ, რომლითაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
წყარო: bbc