მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას..." - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე სოცქსელში გავრცელებულ მძიმე კადრებზე
"მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას..." - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე სოცქსელში გავრცელებულ მძიმე კადრებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. მო­ქა­ლა­ქე წერ­და, რომ აკა­დე­მი­ა­ში ან­ტი­სა­ნი­ტა­რია იყო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას ითხოვ­და. პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მათ შო­რის აკა­დე­მი­ის და ფა­ჩუ­ლი­ას მე­უღ­ლის მხრი­და­ნაც.

ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას მე­უღ­ლე, თიკა ალა­ვი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს:

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ანტი პიარ კამ­პა­ნი­ას რაც ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მია • Zaza Pachulia Basketball Academy წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ი­წყეს “კონ­კრე­ტულ ჯგუ­ფებ­ში”! რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ აკა­დე­მი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­მონ­ტი და 80% უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია! რაც შე­ე­ხე­ბა უფრო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას აკა­დე­მი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მო­გაწ­ვდით! არ ვიცი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ ისევ გა­ვაგ­რძე­ლებთ კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას და კი­დევ უამ­რავ ბავ­შვს გა­უკვლევთ გზას!" - წერს ალა­ვი­ძე.

აკა­დე­მი­ის გან­ცხა­დე­ბა:

"ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხე­ლით, გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ერთ-ერთ ჯგუ­ფი გან­თავ­სე­ბულ პოსტს, რო­მელ­მაც დიდი ვნე­ბა­თა ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია ჩვენს ირ­გვლივ. ყო­ველ­თვის ვი­კა­ვებთ თავს გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის­გან და ვცდი­ლობთ ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და ჩვენს ძლი­ერ მხა­რედ ვაქ­ცი­ოთ, მაგ­რამ ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი­ად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას და დრო­ში აც­დე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ით ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი სა­ხე­ლის შე­ბღალ­ვას.

ამი­ტომ მარ­თე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლეთ, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რად­გან ჩვე­ნი სა­ხე­ლის ქვეშ ათა­სო­ბით ბავ­შვი, მო­ზარ­დი და მათი ოჯა­ხე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა და პირ­ველ რიგ­ში, არ გვინ­და, რომ ისი­ნი და­ზა­რალ­დნენ, ან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მსხვერ­პლე­ბი გახ­დნენ. ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში უკვე 1 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ ეტა­პად იყო­ფა:

პირ­ველ ეტაპ­ზე - გა­ნახ­ლდა დარ­ბა­ზე­ბი, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის სივ­რცე და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რად­გან სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და უპირ­ვე­ლე­სია ჩვენ­თვის და არ გვინ­დო­და ბავ­შვე­ბის­თვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ხელი შე­ე­შა­ლა, სწო­რედ ამ სივ­რცე­ე­ბით და­ვი­წყეთ.

მე­ო­რე ეტაპ­ზე - სრუ­ლად გა­ნახ­ლდა და მო­ე­წყო მშობ­ლე­ბის მო­საც­დე­ლი სივ­რცე, სა­დაც მშობ­ლებს კომ­ფორ­ტუ­ლად შე­უძ­ლი­ათ და­ე­ლო­დონ ბავ­შვებს. ასე­ვე პა­რა­ლე­ლუ­რად და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა მე­ო­რე სარ­თუ­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­დაც ZPA სპორ­ტუ­ლი სას­ტუმ­რო გა­იხ­სნე­ბა და რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ ბავ­შვებს ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბა და ვარ­ჯი­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

მე­სა­მე ეტა­პი - პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლია, სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი­სა და გა­სახ­დე­ლი ოთა­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რი­თაც მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა მთე­ლი შე­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

ცხა­დია, იცით, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად ვერ ჩა­ტარ­დე­ბო­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რად­გან არ გვინ­და სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცესს ხელი შე­ე­შა­ლოს. ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო, არის და იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იმ­დე­ნად ნა­თე­ლია, რომ ორი­ენ­ტი­რი უც­ვლე­ლი რჩე­ბა, აკა­დე­მი­ის აუ­გად მოხ­სე­ნი­ე­ბის ვე­რა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა დაგ­ვა­ხე­ვი­ნებს უკან, რად­გან ნამ­დვი­ლად ჩვენს ქვეყ­ნის და ჯან­სა­ღი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდას ვემ­სა­ხუ­რე­ბით.ჩვე­ნი სი­ტყვე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად პოსტს თან ვურ­თავთ ფოტო-მა­სა­ლას, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ახა­ლი და რე­ა­ლუ­რია. კი­დევ ერთხელ გთხოვთ, ნუ შეგ­ყავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს, ამ შე­დე­გის უკან, რა­საც ახლა ფო­ტო­ებ­ში ხე­დავთ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შრო­მა და უდი­დე­სი რე­სურ­სი დგას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას..." - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე სოცქსელში გავრცელებულ მძიმე კადრებზე

"მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას..." - რას წერს ზაზა ფაჩულიას მეუღლე სოცქსელში გავრცელებულ მძიმე კადრებზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაშია გადაღებული. მოქალაქე წერდა, რომ აკადემიაში ანტისანიტარია იყო და ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ითხოვდა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აკადემიის და ფაჩულიას მეუღლის მხრიდანაც.

ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე "ფეისბუქზე" წერს:

"მინდა გამოვეხმაურო იმ ანტი პიარ კამპანიას რაც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy წინააღმდეგ წამოიწყეს “კონკრეტულ ჯგუფებში”! როგორც მოგეხსენებათ აკადემიაში მიმდინარეობს რემონტი და 80% უკვე დასრულებულია! რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას აკადემიის ოფიციალური გვერდი მოგაწვდით! არ ვიცი რას ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ კარგი საქმეების კეთებას და კიდევ უამრავ ბავშვს გაუკვლევთ გზას!" - წერს ალავიძე.

აკადემიის განცხადება:

"ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის“ ადმინისტრაციის სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ჯგუფი განთავსებულ პოსტს, რომელმაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენს ირგვლივ. ყოველთვის ვიკავებთ თავს გამოხმაურებებისგან და ვცდილობთ ყველა კომენტარი გავითვალისწინოთ და ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც განთავსებული ინფორმაცია სრულიად არ შეესაბამება რეალობას და დროში აცდენილი ფოტოებითა და ინფორმაციით ცდილობენ ჩვენი სახელის შებღალვას.

ამიტომ მართებულად ჩავთვალეთ, არსებული სიტუაციის მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ, რადგან ჩვენი სახელის ქვეშ ათასობით ბავშვი, მოზარდი და მათი ოჯახები ერთიანდება და პირველ რიგში, არ გვინდა, რომ ისინი დაზარალდნენ, ან არასწორი ინფორმაციის მსხვერპლები გახდნენ. ჩვენს აკადემიაში უკვე 1 წელია მიმდინარეობს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სამ ეტაპად იყოფა:

პირველ ეტაპზე - განახლდა დარბაზები, ფიზიკური მომზადების სივრცე და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რადგან სავარჯიშო პროცესი პრიორიტეტი და უპირველესია ჩვენთვის და არ გვინდოდა ბავშვებისთვის რეაბილიტაციას ხელი შეეშალა, სწორედ ამ სივრცეებით დავიწყეთ.

მეორე ეტაპზე - სრულად განახლდა და მოეწყო მშობლების მოსაცდელი სივრცე, სადაც მშობლებს კომფორტულად შეუძლიათ დაელოდონ ბავშვებს. ასევე პარალელურად დასასრულს უახლოვდება მეორე სართულის სარემონტო სამუშაოები, სადაც ZPA სპორტული სასტუმრო გაიხსნება და რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს ჩვენთან ცხოვრება და ვარჯიში შეეძლებათ.

მესამე ეტაპი - პირველი სართულია, სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება ადმინისტრაციული სივრცეებისა და გასახდელი ოთახების რეაბილიტაცია, რითაც მთლიანად დასრულდება მთელი შენობის განახლება.

ცხადია, იცით, რომ პარალელურად ვერ ჩატარდებოდა სამუშაოები, რადგან არ გვინდა სავარჯიშო პროცესს ხელი შეეშალოს. ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება ბავშვების განვითარება და აღნიშნული ცვლილებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მიზანი იმდენად ნათელია, რომ ორიენტირი უცვლელი რჩება, აკადემიის აუგად მოხსენიების ვერანაირი მცდელობა დაგვახევინებს უკან, რადგან ნამდვილად ჩვენს ქვეყნის და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურებით.ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად პოსტს თან ვურთავთ ფოტო-მასალას, რომელიც ნამდვილად ახალი და რეალურია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ამ შედეგის უკან, რასაც ახლა ფოტოებში ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანის შრომა და უდიდესი რესურსი დგას" - ნათქვამია განცხადებაში.