პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია ჰაჯის დროს: მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"
ტრაგედია ჰაჯის დროს: მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"

სა­უ­დის არა­ბეთ­ში ჰაჯი კვლა­ვაც ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ცხის გამო, მე­ქა­ში სულ მცი­რე, 550 მომ­ლოც­ვე­ლი და­ი­ღუ­პა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო AFP იტყო­ბი­ნე­ბა, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის 323 ეგ­ვიპ­ტე­ლი იყო. ეს რი­ცხვი მე­ქის ალ-მუ­ა­ი­სე­მის უბ­ნის პრო­ზექ­ტუ­რი­დან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეყ­რდნო­ბა. AFP-ს არა­ბი დიპ­ლო­მა­ტე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის არის სულ მცი­რე 60 იორ­და­ნე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ნა­ცხა­დე­ბით, ჰა­ჯის დროს და­კარ­გუ­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად კა­ი­რო სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი და­ღუ­პულ ეგ­ვიპ­ტე­ლებ­ზე.

სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2000-ზე მეტ მომ­ლოც­ველს სი­ცხის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ, თუმ­ცა ეს რი­ცხვი კვი­რა დღის შემ­დეგ აღარ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არც და­ღუ­პუ­ლებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

  • სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წელს ჰა­ჯის დროს, სულ მცი­რე 240 მომ­ლოც­ვე­ლი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბას ინ­დო­ნე­ზი­ე­ლე­ბი შე­ად­გენ­დნენ.

ჰა­ჯის პი­ლიგ­რი­მო­ბა ის­ლა­მის რე­ლი­გი­ა­ში ხუთი ძი­რი­თა­დი ბურ­ჯი­დან ერთ-ერ­თია და ყვე­ლა მუს­ლი­მან­მა, ვი­საც შე­უძ­ლია, ის სულ მცი­რე, ერთხელ მა­ინც უნდა შე­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე­ში.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო, ამ რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბა სულ უფრო რთულ­დე­ბა. სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­სულ თვე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რი­ტუ­ა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლას ტემ­პე­რა­ტუ­რა ყო­ველ ათწლე­ულ­ში 0.4 გრა­დუ­სით იზ­რდე­ბა. სა­უ­დის არა­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის თა­ნახ­მად, გა­სულ ორ­შა­ბათს ტემ­პე­რა­ტუ­რამ მე­ქას დიდ მე­ჩეთ­ში 51.8 გრა­დუსს მი­აღ­წია.

მე­ქას­თან მიმ­დე­ბა­რედ, ქა­ლაქ მი­ნა­ში AFP-ს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ ის­ხამ­დნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი თავ­ზე წყალს გა­საგ­რი­ლებ­ლად, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი კი მათ სი­ცხის­გან და­სა­ცა­ვად ცივ სას­მე­ლებ­სა და ნა­ყი­ნებს ური­გებ­დნენ. სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მომ­ლოც­ვე­ლებს ურ­ჩია, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ქოლ­გე­ბი, და­ე­ლი­ათ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი და დღის ყვე­ლა­ზე ცხელ სა­ა­თებ­ში მზეს მო­რი­დე­ბოდ­ნენ.

თუმ­ცა, ჰა­ჯის ბევ­რი რი­ტუ­ა­ლის­თვის, მათ შო­რის არა­ფა­ტის მთა­ზე ლოც­ვე­ბის­თვის დღის პე­რი­ოდ­ში გა­რეთ ყოფ­ნაა სა­ჭი­რო. ზო­გი­ერ­თმა მომ­ლოც­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გზის პი­რას უძ­რა­ვი სხე­უ­ლე­ბი და­უ­ნა­ხავთ და ზოგ­ჯერ სას­წრა­ფო სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნე­ბიც გა­დატ­ვირ­თუ­ლია ხოლ­მე.

წლე­ვან­დელ ჰა­ჯში და­ახ­ლო­ე­ბით 1.8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, აქე­დან 1.6 მი­ლი­ო­ნი უცხო­ე­ლი იყო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ტრაგედია ჰაჯის დროს: მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"

ტრაგედია ჰაჯის დროს: მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"

საუდის არაბეთში ჰაჯი კვლავაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, სიცხის გამო, მექაში სულ მცირე, 550 მომლოცველი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, რომ დაღუპულთა შორის 323 ეგვიპტელი იყო. ეს რიცხვი მექის ალ-მუაისემის უბნის პროზექტურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. AFP-ს არაბი დიპლომატები უყვებიან, რომ დაღუპულთა შორის არის სულ მცირე 60 იორდანელი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, ჰაჯის დროს დაკარგული ეგვიპტელების სამძებრო ოპერაციის მხარდასაჭერად კაირო საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. თუმცა სამინისტროს განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი დაღუპულ ეგვიპტელებზე.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2000-ზე მეტ მომლოცველს სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს რიცხვი კვირა დღის შემდეგ აღარ განახლებულა და ოფიციალური ინფორმაცია არც დაღუპულებზე გამოქვეყნებულა.

  • სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, გასულ წელს ჰაჯის დროს, სულ მცირე 240 მომლოცველი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობას ინდონეზიელები შეადგენდნენ.

ჰაჯის პილიგრიმობა ისლამის რელიგიაში ხუთი ძირითადი ბურჯიდან ერთ-ერთია და ყველა მუსლიმანმა, ვისაც შეუძლია, ის სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში.

კლიმატის ცვლილების გამო, ამ რიტუალის შესრულება სულ უფრო რთულდება. საუდის არაბეთში გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რიტუალების შესრულების ადგილას ტემპერატურა ყოველ ათწლეულში 0.4 გრადუსით იზრდება. საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის თანახმად, გასულ ორშაბათს ტემპერატურამ მექას დიდ მეჩეთში 51.8 გრადუსს მიაღწია.

მექასთან მიმდებარედ, ქალაქ მინაში AFP-ს ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ ისხამდნენ მომლოცველები თავზე წყალს გასაგრილებლად, მოხალისეები კი მათ სიცხისგან დასაცავად ცივ სასმელებსა და ნაყინებს ურიგებდნენ. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მომლოცველებს ურჩია, გამოეყენებინათ ქოლგები, დაელიათ საკმარისი რაოდენობის წყალი და დღის ყველაზე ცხელ საათებში მზეს მორიდებოდნენ.

თუმცა, ჰაჯის ბევრი რიტუალისთვის, მათ შორის არაფატის მთაზე ლოცვებისთვის დღის პერიოდში გარეთ ყოფნაა საჭირო. ზოგიერთმა მომლოცველმა აღნიშნა, რომ გზის პირას უძრავი სხეულები დაუნახავთ და ზოგჯერ სასწრაფო სამსახურის მანქანებიც გადატვირთულია ხოლმე.

წლევანდელ ჰაჯში დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 1.6 მილიონი უცხოელი იყო.

წყარო