პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა იმ უბედურ დღემდე... პაოლომ თვითმკვლელობამდე მას წერილი დაუწერა" - ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი?
"დედას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა იმ უბედურ დღემდე... პაოლომ თვითმკვლელობამდე მას წერილი დაუწერა" -  ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი?

"მე­დეა იაშ­ვი­ლი - ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, მთარ­გმნე­ლი­სა და ესე­ის­ტის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი" - ფოტო წარ­წე­რით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გვერ­დზე, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა...

უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­დეა იაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ შვი­ლი გია ნი­ჟა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დე­დას ულა­მა­ზე­სი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და იმ უბე­დურ, ავადსახ­სე­ნე­ბელ დღემ­დე, რომ­ლის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი და ამა­ზე სა­უ­ბა­რიც უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩვენს ოჯახ­ში არ მომ­ხდა­რა, რეპ­რე­სი­ე­ბის დროს ბევრ ოჯახ­ში ანა­ლო­გი­უ­რი და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში უა­რე­სიც კი ხდე­ბო­და...

- ამ­დე­ნი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად - მე­დეა იაშ­ვი­ლი ლა­მა­ზი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო...

- არ ვიცი, ამ უბე­დუ­რე­ბის შე­დე­გი იყო, გე­ნე­ბის თუ სხვა რა­მის, დედა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქალი იყო... ალ­ბათ პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვა. თა­ვის თავ­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. მამა არ უნდა შე­ერ­ცხვი­ნა, არა­სო­დეს უნდა და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო... ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დაძ­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა. ისე მოხ­და, რომ მე­ო­თხე კურ­სი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი მი­ა­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, არა მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი სა­ახ­ლობ­ლოს ექი­მი იყო... შემ­დეგ უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ მა­მა­ჩემ­ზე - ჯუმ­ბერ ნი­ჟა­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. რო­გორც ყვე­ლა მათი თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი წყვი­ლი იყო. ქუ­ჩა­ში რომ გა­მო­ვი­დოდ­ნენ, ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და, ტრი­ალ­დე­ბოდ­ნენ და უცქერ­დნენ...

- მე­დეა იაშ­ვი­ლი რო­გო­რი დედა იყო?

- ჩვენს მშობ­ლებს ორი შვი­ლი ვყავ­დით, ჩემი უფ­რო­სი ძმა - მე­რაბ ნი­ჟა­რა­ძე და მე... დედა ძა­ლი­ან მკაც­რი და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო. ზო­გა­დად მე­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ, უსა­მარ­თლო­ბას, ტყუ­ილს, ღა­ლატს ვერ იტან­და. ჩვენც ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით გვზრდი­და. გარ­და დედა-შვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენს შო­რის სა­ი­დუმ­ლო არ არ­სე­ბობ­და... ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დრო ღა­მეს იყო, რო­დე­საც ჩვენს პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დავ­სხდე­ბო­დით და ათას რა­მე­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ჩვენს მე­გობ­რებ­ზე გიჟ­დე­ბო­და. სულ იმის შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვარ­და და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­და­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და.. დედა თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თულ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, დღი­დან და­არ­სე­ბი­სა. მე­დი­ცი­ნის და სპორ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და.

ეს ხალ­ხი იყო თბი­ლი­სის, სა­ქარ­თვე­ლოს მშვე­ნე­ბა და სი­ა­მა­ყე... მი­ამ­ჩნია, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა სა­ო­ცა­რი იყო.. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, წე­სი­ე­რი, მოყ­ვა­რუ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი... ამ თა­ო­ბას ათა­სი უბე­დუ­რე­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ არ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლან, ძა­ლი­ან მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი იყ­ვნენ. სამ­წუ­ხა­როდ დღეს ის თა­ო­ბა აღარ არ­სე­ბობს. დღე არ გავა, დედა და მამა არ გა­მახ­სენ­დეს. მათი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, რჩე­ვა, მათი ხედ­ვა... მეც და ჩემ­მა ძმამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ისე გა­ვი­ა­რეთ, ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და, რომ ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯიც არ უნდა გა­დაგ­ვედ­გა, რაც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, ბა­ბუ­ას სა­ხელს ჩრდილს მი­ა­ყე­ნებ­და. ასე გავ­ზარ­დეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც.

მე­დეა იაშ­ვი­ლი

- დე­დას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ ეს­მო­და თა­ვად რას ამ­ბობ­და?

- დე­დას თა­ვი­სი არა­ფე­რი მოს­წონ­და, კომ­პლი­მენ­ტებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბო­და... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ამ­ზა­დებ­და საჭ­მელს, ნამ­ცხვრებს, ტორ­ტებს, ფან­ტას­ტი­კუ­რი ხელი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ნამ გავ­სინ­ჯავ­დით, წინ გრძე­ლი მო­ნო­ლო­გი უძღო­და, რო­გორ არა­ფე­რი არ გა­მო­უ­ვი­და, რო­გორ გა­უ­ფუჭ­და და არაფ­რად ვარ­გო­და. ამ დროს სა­ოც­რე­ბა იყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი თა­ვის თა­ვის მი­მართ, უბ­რა­ლო და გულ­წრფე­ლი.უსა­მარ­თლო­ბას, ან ვინ­მეს უმ­სგავ­სო საქ­ცი­ელს თუ შე­ეს­წრე­ბო­და, უკან დამ­ხე­ვი არა­ფერ­ზე იყო, ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და. თან ამავდრო­უ­ლად ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ­ლი­და­ნაც ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო იღ­ვრე­ბო­და. დე­დას სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ ბავ­შვო­ბი­დან­ვე სულ გვეს­მო­და და დღე­საც გვეს­მის. სა­ნამ გა­ვიზ­რდე­ბო­დით, უფ­რო­სე­ბის­გან, დღეს უკვე ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის­გან. შვი­ლებს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ობი­ექ­ტუ­რი აღ­ქმა გვქონ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით. ეს სა­სი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მოგ­ვყვა, რაც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. თან ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზე აბ­სო­ლუ­ტურ თან­ხვედ­რა­ში იყო. ეტყო­ბა ასე ინე­ბა უფალ­მა, მათი გზე­ბი გა­დაკ­ვე­თი­ლი­ყო და ერ­თად 46 წელი იცხოვ­რეს...

დედა 1992 წელს, 27 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და იმ უბე­დუ­რე­ბას, რაც მა­შინ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და. მა­მას­თვის დე­დას წას­ვლა იმ­დე­ნად დიდი დარ­ტყმა იყო, სი­ცო­ცხლე აღარ უნ­დო­და... სა­ერ­თოდ მა­მა­კა­ცის­თვის მარ­ტო დარ­ჩე­ნა რთუ­ლია, თან დედა არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარ­და. ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და და თით­ქოს სი­ა­მოვ­ნებ­და ცუ­დად რომ იყო. გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და რომ დე­და­ჩე­მის გა­რე­შე არ ეცო­ცხლა, ელო­და უფა­ლი რო­დის წა­იყ­ვან­და... შვი­ლე­ბი დრო­ე­ბით მას­თან გა­და­ვე­დით, ძა­ლი­ან ვთხო­ვეთ ჩვენს გამო ძალა მო­ეკ­რი­ბა და რო­გორ­ღაც შეძ­ლო, 2008 წლამ­დე იცო­ცხლა.

თა­მარ და მე­დეა იაშ­ვი­ლე­ბი

ეს წე­რი­ლი პა­ო­ლომ თვით­მკვლე­ლო­ბის წინ და­უ­წე­რა ქა­ლიშ­ვილს: "ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­დი­კო! ჩემო შვი­ლო, ჩემო კარ­გო მა­მი­კო, ჩემო სი­ხა­რუ­ლო და ბედ­ნი­ე­რე­ბავ! მე­დეა! მა­პა­ტიე, გე­მუ­და­რე­ბი, მა­პა­ტიე ეს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი შენ წი­ნა­შე, მთე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, დაგ­ჩე­რე­ბო­დი შენ მძი­ნა­რეს, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, და ვერც შენ გა­და­მარ­ჩი­ნე.არა­ვის და­აბ­რა­ლო ჩემი სიკ­ვდი­ლი. გა­იზ­რდე­ბი, და­უ­ფიქ­რდე­ბი ჩემს ბედს და დარ­წმუნ­დე­ბი, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლი სჯობ­და, შენ უფრო უბე­დუ­რი იქ­ნე­ბო­დი, რომ მე დღეს თავი არ მო­მეკ­ლა. გიყ­ვარ­დეს დედა და ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ისი­ნი არ დაგ­ტო­ვე­ბენ არც ერთი წუ­თით და რამ­დე­ნად­მე მა­ინც გა­გი­ად­ვი­ლე­ბენ ობ­ლო­ბას. მე­ტის წერა აღარ შე­მიძ­ლია. მშვი­დო­ბით, მა­მი­კო! მე­დეა, მე­დეა, მშვი­დო­ბით! ის­წავ­ლე, იშ­რო­მე, ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი თქვი, ეცა­დე, სა­სა­ხე­ლო ქალი გა­მოხ­ვი­დე, გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო, მუ­დამ გახ­სოვ­დეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი.შენი უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი მამა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დედას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა იმ უბედურ დღემდე... პაოლომ თვითმკვლელობამდე მას წერილი დაუწერა" - ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი?

"დედას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა იმ უბედურ დღემდე... პაოლომ თვითმკვლელობამდე მას წერილი დაუწერა" -  ქართველი პოეტის ქალიშვილის ცხოვრება: რას ჰყვება მედეა იაშვილის ვაჟი?

"მედეა იაშვილი - ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, პაოლო იაშვილის ქალიშვილი" - ფოტო წარწერით სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა...

უმშვენიერესი მედეა იაშვილის შესახებ შვილი გია ნიჟარაძე გვესაუბრება...

- დედას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა იმ უბედურ, ავადსახსენებელ დღემდე, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და ამაზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება. რაღაც განსაკუთრებული ჩვენს ოჯახში არ მომხდარა, რეპრესიების დროს ბევრ ოჯახში ანალოგიური და ზოგ შემთხვევაში უარესიც კი ხდებოდა...

- ამდენი სირთულის მიუხედავად - მედეა იაშვილი ლამაზი და წარმატებული იყო...

- არ ვიცი, ამ უბედურების შედეგი იყო, გენების თუ სხვა რამის, დედა ძალიან ძლიერი ქალი იყო... ალბათ პროტესტი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. თავის თავთან ვალდებულება ჰქონდა, აუცილებლად ძლიერი ყოფილიყო. მამა არ უნდა შეერცხვინა, არასოდეს უნდა დანებებულიყო... ყველა წინააღმდეგობა დაძლია, სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. ისე მოხდა, რომ მეოთხე კურსიდან სამედიცინო ინსტიტუტი მიატოვა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება, არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ჩვენი საახლობლოს ექიმი იყო... შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. შემდეგ მამაჩემზე - ჯუმბერ ნიჟარაძეზე იქორწინა. როგორც ყველა მათი თანამედროვე აღნიშნავდა, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი წყვილი იყო. ქუჩაში რომ გამოვიდოდნენ, ხალხი ჩერდებოდა, ტრიალდებოდნენ და უცქერდნენ...

- მედეა იაშვილი როგორი დედა იყო?

- ჩვენს მშობლებს ორი შვილი ვყავდით, ჩემი უფროსი ძმა - მერაბ ნიჟარაძე და მე... დედა ძალიან მკაცრი და ამავდროულად ძალიან მოსიყვარულე იყო. ზოგადად მეტად სამართლიანი ქალბატონი გახლდათ, უსამართლობას, ტყუილს, ღალატს ვერ იტანდა. ჩვენც ამ სულისკვეთებით გვზრდიდა. გარდა დედა-შვილური ურთიერთობისა, ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ჩვენს შორის საიდუმლო არ არსებობდა... ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დრო ღამეს იყო, როდესაც ჩვენს პატარა სამზარეულოში დავსხდებოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. ჩვენს მეგობრებზე გიჟდებოდა. სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენზე ნაკლებად არ უყვარდა და ჩვენი მეგობრებიდანაც დიდი სიყვარული ჰქონდა.. დედა თითქმის მთელი ცხოვრება ქართულ ენციკლოპედიაზე მუშაობდა, დღიდან დაარსებისა. მედიცინის და სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა.

ეს ხალხი იყო თბილისის, საქართველოს მშვენება და სიამაყე... მიამჩნია, რომ ჩვენი მშობლების თაობა საოცარი იყო.. არაჩვეულებრივი ადამიანები, ძალიან კეთილგანწყობილი, წესიერი, მოყვარული, ვაჟკაცური... ამ თაობას ათასი უბედურება ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ არ გაბოროტებულან, ძალიან მიმტევებლები იყვნენ. სამწუხაროდ დღეს ის თაობა აღარ არსებობს. დღე არ გავა, დედა და მამა არ გამახსენდეს. მათი თითოეული სიტყვა, რჩევა, მათი ხედვა... მეც და ჩემმა ძმამ მთელი ცხოვრება ისე გავიარეთ, ყოველთვის გვახსოვდა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯიც არ უნდა გადაგვედგა, რაც ჩვენი მშობლების, ბაბუას სახელს ჩრდილს მიაყენებდა. ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები, შვილიშვილებიც.

მედეა იაშვილი

- დედას მთელი ცხოვრება მისი სილამაზის შესახებ ესმოდა თავად რას ამბობდა?

- დედას თავისი არაფერი მოსწონდა, კომპლიმენტებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა... არაჩვეულებრივად ამზადებდა საჭმელს, ნამცხვრებს, ტორტებს, ფანტასტიკური ხელი ჰქონდა, მაგრამ სანამ გავსინჯავდით, წინ გრძელი მონოლოგი უძღოდა, როგორ არაფერი არ გამოუვიდა, როგორ გაუფუჭდა და არაფრად ვარგოდა. ამ დროს საოცრება იყო. ასეთი ადამიანი იყო. ძალიან მომთხოვნი თავის თავის მიმართ, უბრალო და გულწრფელი.უსამართლობას, ან ვინმეს უმსგავსო საქციელს თუ შეესწრებოდა, უკან დამხევი არაფერზე იყო, ისეთი რეაქცია ჰქონდა. თან ამავდროულად ისეთი ადამიანი იყო, რომლიდანაც ძალიან დიდი სიყვარული, სითბო იღვრებოდა. დედას სილამაზის შესახებ ბავშვობიდანვე სულ გვესმოდა და დღესაც გვესმის. სანამ გავიზრდებოდით, უფროსებისგან, დღეს უკვე ჩვენი თანამედროვეებისგან. შვილებს რასაკვირველია ძალიან მოგვწონდა. აბსოლუტურად ობიექტური აღქმა გვქონდა, ძალიან ლამაზი მშობლების შვილები რომ ვიყავით. ეს სასიამოვნო გრძნობა მთელი ცხოვრება გამოგვყვა, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. თან ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გარეგანი და შინაგანი სილამაზე აბსოლუტურ თანხვედრაში იყო. ეტყობა ასე ინება უფალმა, მათი გზები გადაკვეთილიყო და ერთად 46 წელი იცხოვრეს...

დედა 1992 წელს, 27 მარტს გარდაიცვალა. საშინლად განიცდიდა იმ უბედურებას, რაც მაშინ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მამასთვის დედას წასვლა იმდენად დიდი დარტყმა იყო, სიცოცხლე აღარ უნდოდა... საერთოდ მამაკაცისთვის მარტო დარჩენა რთულია, თან დედა არანორმალურად უყვარდა. ლოგინად ჩავარდა და თითქოს სიამოვნებდა ცუდად რომ იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა რომ დედაჩემის გარეშე არ ეცოცხლა, ელოდა უფალი როდის წაიყვანდა... შვილები დროებით მასთან გადავედით, ძალიან ვთხოვეთ ჩვენს გამო ძალა მოეკრიბა და როგორღაც შეძლო, 2008 წლამდე იცოცხლა.

თამარ და მედეა იაშვილები

ეს წერილი პაოლომ თვითმკვლელობის წინ დაუწერა ქალიშვილს: "ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა".