პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა კანდელაკი ქართველი გულშემატკივრების მიერ პუტინის მიმართ შეძახილების გამო აღშფოთებულია და კვლავ ჭკუას გვასწავლის
თინა კანდელაკი ქართველი გულშემატკივრების მიერ პუტინის მიმართ შეძახილების გამო აღშფოთებულია და კვლავ ჭკუას გვასწავლის

"გა­ზპ­რომ-მე­დი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბე­ბის მატ­ჩის დროს ტრი­ბუ­ნი­დან ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ისი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­უ­რა­ცხმყოფ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

კან­დე­ლა­კი აღ­ნიშ­ნულ­მა საქ­ცი­ელ­მა ძა­ლი­ან აღაშ­ფო­თა და ამ ადა­მი­ა­ნებს გუ­ლუბ­რყვი­ლო ცხვრე­ბი უწო­და. მან თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მარხზე" შემ­დე­გი სა­ხის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"გუ­შინ Match TV-ს ეთერ­ში სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქე­თის შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი ის­მო­და.

ქარ­თვე­ლი ექ­სტრე­მის­ტე­ბის მხრი­დან ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთე­რით ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან მსგავ­სი რამ უკვე ვნა­ხეთ და ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ეს ამ­ბა­ვი რო­გორ დას­რულ­და. ახლა ეს ჟურ­ნა­ლის­ტი აღარც ჩანს და მისი ხმაც აღარ ის­მის. ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვი­ჩის შე­უ­რა­ცხყო­ფით გახ­და.

ახლა მე­ო­რე პრო­ვო­კა­ცია. ასე­ვე გა­სა­გე­ბია, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ქარ­თვე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურთ ამე­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. ის, რაც ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ხდე­ბა, ვა­შინგტონ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას იწ­ვევს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რჩე­ბა მხო­ლოდ უხე­ში პრო­ვო­კა­ცია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა. ეს ბინ­ძუ­რი და ვულ­გა­რუ­ლი ქმე­დე­ბა არც ადრე მუ­შა­ობ­და და არც ახლა იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში ჩხუბს იწყე­ბენ, ვე­ლუ­რო­ბა სი­მა­მა­ცედ მი­აჩ­ნი­ათ.

ყვე­ლა, ვინც ამ აქ­ცი­ე­ბის ინი­ცი­ი­რე­ბას ახ­დენს, ყვე­ლა, ვინც ამ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ყვე­ლა, ვი­საც ამას­თან ზო­გა­დად კავ­ში­რი გა­აჩ­ნია, რო­გორც ქარ­თვე­ლი ქარ­თველს, გპა­სუ­ხობთ: თქვენ გუ­ლუბ­რყვი­ლო ცხვრე­ბი ხართ, რომ­ლებ­საც სა­საკ­ლა­ო­ზე მი­ე­რე­კე­ბი­ან.

რო­გორც ის­ტო­რი­ა­ში ეს ხში­რად ხდე­ბო­და, ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლე­ბი თქვენ, რო­გორც სა­ზარ­ბაზ­ნე ხორცს, ისე გი­ყე­ნე­ბენ, იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი ხსნის გზი­დან გა­და­უხ­ვი­ოს, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, თქვენ ამას ვერ შეძ­ლებთ, რად­გან საღი აზრი უცო­დი­ნა­რო­ბა­ზე ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებ­და", - წერს კან­დე­ლა­კი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თურ­ქეთ­თან 1:3 და­მარ­ცხდა. ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "პუ­ტინ ხუ­ი­ლოს" სკან­დი­რებ­დნენ, რაც რუ­სუ­ლი სპორ­ტუ­ლი არ­ხის ეთერ­შიც მოხ­ვდა და კან­დე­ლა­კის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

თინა კანდელაკი ქართველი გულშემატკივრების მიერ პუტინის მიმართ შეძახილების გამო აღშფოთებულია და კვლავ ჭკუას გვასწავლის

თინა კანდელაკი ქართველი გულშემატკივრების მიერ პუტინის მიმართ შეძახილების გამო აღშფოთებულია და კვლავ ჭკუას გვასწავლის

"გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ.

კანდელაკი აღნიშნულმა საქციელმა ძალიან აღაშფოთა და ამ ადამიანებს გულუბრყვილო ცხვრები უწოდა. მან თავის "ტელეგრამარხზე" შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"გუშინ Match TV-ს ეთერში საქართველო თურქეთის შეხვედრის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალი არაფერი ხდება. ქართული ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი რამ უკვე ვნახეთ და ყველამ კარგად ვიცით, ეს ამბავი როგორ დასრულდა. ახლა ეს ჟურნალისტი აღარც ჩანს და მისი ხმაც აღარ ისმის. ცნობილი მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შეურაცხყოფით გახდა.

ახლა მეორე პროვოკაცია. ასევე გასაგებია, რომ ეს კონკრეტული ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მიმართულებით წავიდნენ. ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს.

აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ეს ბინძური და ვულგარული ქმედება არც ადრე მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს, მაგრამ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა სიმამაცედ მიაჩნიათ.

ყველა, ვინც ამ აქციების ინიციირებას ახდენს, ყველა, ვინც ამ აქციებში მონაწილეობს და ყველა, ვისაც ამასთან ზოგადად კავშირი გააჩნია, როგორც ქართველი ქართველს, გპასუხობთ: თქვენ გულუბრყვილო ცხვრები ხართ, რომლებსაც სასაკლაოზე მიერეკებიან.

როგორც ისტორიაში ეს ხშირად ხდებოდა, ამერიკელები და ევროპელები თქვენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გიყენებენ, იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ხსნის გზიდან გადაუხვიოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან საღი აზრი უცოდინარობაზე ყოველთვის იმარჯვებდა", - წერს კანდელაკი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ, რაც რუსული სპორტული არხის ეთერშიც მოხვდა და კანდელაკის გაღიზიანების საფუძველი გახდა.