ავტორი:

"რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს" - ლავროვი

"რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს" - ლავროვი

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებმა ერთმანეთს დახმარება გაუწიონ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, დღეს ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ასევე იხილეთ: