სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და უკრაინასთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ" - ჰერჩინსკი
"ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და უკრაინასთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ" - ჰერჩინსკი

ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ, რო­გორც ამას მე ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გა­ყი­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინკსიმ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის შან­სე­ბი 20-30%-მდე გა­ი­ზარ­და.

მისი თქმით, არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სწრაფ­ვა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებ­და.

"ჩემს დიდი ხნის პო­ლი­ტი­კას წარ­მო­ად­გენს ის, რომ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ რად­გან თქვენ და­მის­ვით შე­კი­თხვა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი სი­ნა­ნუ­ლით უნდა გი­თხრათ, რომ ამ­ჟა­მად ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რთულ პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ. ჩვენ არა­ერ­თხელ ვთქვით, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სწრაფ­ვა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ეს მოხ­და. მო­მა­ვალ კვი­რას ევ­რო­კავ­ში­რი შე­დე­გებს გა­ნი­ხი­ლავს. ეს დის­კუ­სია ჯერ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, ასე რომ პრე­ზი­დენ­ტე­ბი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ჩვენ გა­დავ­წყვეტთ რა ზო­მებს მი­ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ამ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. პრინ­ციპ­ში, ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ, რო­გორც ამას მე ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გა­ყი­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას მო­ი­თხოვს და ჩვენ უკვე მო­ვის­მი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბი­ან, ეს კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას მოხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­ველ ჰერ­ჩინკსიმ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის სამ­სა­ხუ­რებ­მა და სა­გა­რეო ქმე­დე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბი მო­ამ­ზა­დეს და იგი წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

"ეს ხმა­მაღ­ლა და გარ­კვე­ვით თქვეს ჩემ­მა უფ­რო­სებ­მა, თა­ვად ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ასე­ვე უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა/ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა. ევ­რო­კო­მი­სი­ის სამ­სა­ხუ­რებ­მა და სა­გა­რეო ქმე­დე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ჩვენ სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი მო­ვამ­ზა­დეთ. ეს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და წევ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­და­წყვე­ტენ, თუ რო­მე­ლი ვა­რი­ან­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ამ მე­ნი­უ­დან. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე ორ­შა­ბათს ლუქ­სემ­ბურ­გში, შემ­დეგ კი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დო­ნე­ზე 27 ივ­ნისს უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნეა ევ­რო­კავ­შირ­ში. მინ­და და­ვა­მა­ტო, ეს ხდე­ბა, მო­მა­ვალ კვი­რას უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის კონ­ტექ­სტში. ასე რომ, ნამ­დვი­ლად გული მწყდე­ბა იმის და­ნახ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ყი­ნუ­ლია და ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან ჩვენ წინ მი­ვი­წევთ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­პა­სუ­ხო ზო­მებს მი­ღე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მოხ­დე­ბა.

"მე დის­კუ­სი­ას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ კვი­რას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს შო­რის, შემ­დეგ კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­სა და პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა, წინ ვერ გა­ვუს­წრებ.

ჩვენ უნდა და­ვე­ლო­დოთ, რო­მელ ზო­მებს აირ­ჩე­ვენ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ, რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ამ და ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხურ­მა, წევრ ქვეყ­ნებს მე­ნიუ გა­და­ვე­ცით და წევ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, ამ მე­ნი­უ­დან რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა“, - გან­ცხა­და პა­ველ ჰერ­ჩინკსიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და უკრაინასთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ" - ჰერჩინსკი

"ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და უკრაინასთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ" - ჰერჩინსკი

ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა.

მისი თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

"ჩემს დიდი ხნის პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით შეკითხვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ "უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან, ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა.

"ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება.

"მე დისკუსიას, რომელიც მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შორის გაიმართება, წინ ვერ გავუსწრებ.

ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომელ ზომებს აირჩევენ წევრი სახელმწიფოები და რომელი ღონისძიებები განხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, წევრ ქვეყნებს მენიუ გადავეცით და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ამ მენიუდან რომელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება“, - განცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.