პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეგობრებს გავყევი სახლში და..." - ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს - რა გახდა ამის მიზეზი და რას წერს მედია
"ჩემს მეგობრებს გავყევი სახლში და..." - ჯასტინ ტიმბერლეიკი  დააკავეს - რა გახდა ამის მიზეზი და რას წერს მედია

რო­გორც BBC-ს ად­გი­ლობ­რივ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, პოპ ვარ­სკვლა­ვი ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი ნიუ-იორკში, მან­ქა­ნის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ტიმ­ბერ­ლე­ი­კი სეგ-ჰარ­ბორ­ში, ჰემპტონ­სის მდიდ­რულ სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ლონგ-აი­ლენ­დზე ვარ­სკვლა­ვე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ზა­ფხუ­ლო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია.

მას ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს და თავ­დე­ბის გა­დახ­დის გა­რე­შე გა­მო­უშ­ვეს.

BBC-ს ცნო­ბით, ბრალ­დე­ბის დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, ტიმ­ბერ­ლე­ი­კი შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ (05:37 სა­ათ­ზე) და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მისი BMW იმი­ტომ გა­ა­ჩე­რეს, რომ ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­სა­ჩე­რე­ბელ ნი­შანს ჩა­უ­ა­რა და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს გე­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

ოფიც­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ტიმ­ბერ­ლე­იკს "ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და მი­ნი­სებ­რი თვა­ლე­ბი" და "ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის მძაფ­რი სუნი ამოს­დი­ო­და", მისი მე­ტყვე­ლე­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ფხიზ­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას და­ვა­ლე­ბას თავი კარ­გად ვერ გა­არ­თვა. მო­ხე­ლე­ე­ბის თქმით, მომ­ღე­რალ­მა სუნ­თქვის ტესტზე უარი თქვა.

"ერთი მარ­ტი­ნი დავ­ლიე და ჩემს მე­გობ­რებს სახ­ლში გავ­ყე­ვი", - უთხრა ტიმ­ბერ­ლე­იკ­მა პო­ლი­ცი­ელს.

მომ­ღე­რა­ლი სეგ-ჰარ­ბო­რის სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მას 26 ივ­ლისს ონ­ლა­ინ უნდა ჩა­ერ­თოს. მის­მა ად­ვო­კატ­მა, ედ­ვარდ ბერკ ჯუ­ნი­ორ­მა, BBC-სთან ერ­თად მო­მუ­შა­ვე CBS-ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი "აქ­ტი­უ­რად და­ი­ცავს კლი­ენტს".

43 წლის ტიმ­ბერ­ლე­ი­კი მისი მე­ექ­ვსე ალ­ბო­მის - Everything I Thought It Was შემ­დეგ გლო­ბა­ლუ­რი ტურ­ნეს და­წყე­ბას გეგ­მავს.

ბი­ჭე­ბის ბენ­დის, NSYNC-ის ყო­ფილ­მა წევ­რმა, მომ­ღე­რალ­მა და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა არ­ტის­ტმა, ასე­ვე ითა­მა­შა კი­ნო­ფილ­მებ­ში, მათ შო­რის The Social Network და Friends With Benefits.

წარ­სულ­ში ჯას­ტინ­მა აღი­ა­რა, რომ ზედ­მე­ტი სმის პრობ­ლე­მის გამო დახ­მა­რე­ბას იღებ­და. ნიუ-იორ­კის შტატ­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის­თვის სას­ჯე­ლი ერთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, $1,000 ჯა­რი­მას და სულ მცი­რე 6 თვით მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას მო­ი­ცავს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩემს მეგობრებს გავყევი სახლში და..." - ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს - რა გახდა ამის მიზეზი და რას წერს მედია

"ჩემს მეგობრებს გავყევი სახლში და..." - ჯასტინ ტიმბერლეიკი  დააკავეს - რა გახდა ამის მიზეზი და რას წერს მედია

როგორც BBC-ს ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა განუცხადეს, პოპ ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი ნიუ-იორკში, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ბრალდებით დააკავეს.

ტიმბერლეიკი სეგ-ჰარბორში, ჰემპტონსის მდიდრულ სოფელში იმყოფებოდა, რომელიც ლონგ-აილენდზე ვარსკვლავების პოპულარული საზაფხულო დასასვენებელი ადგილია.

მას ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს და თავდების გადახდის გარეშე გამოუშვეს.

BBC-ს ცნობით, ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, ტიმბერლეიკი შუაღამის შემდეგ (05:37 საათზე) დააკავეს. პოლიციელებმა მისი BMW იმიტომ გააჩერეს, რომ ავტომობილმა გასაჩერებელ ნიშანს ჩაუარა და მარჯვენა მხარეს გეზის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა.

ოფიცრებმა დააფიქსირეს, რომ ტიმბერლეიკს "ჩასისხლიანებული და მინისებრი თვალები" და "ალკოჰოლური სასმლის მძაფრი სუნი ამოსდიოდა", მისი მეტყველება შენელებული იყო და პოლიციელების სიფხიზლის შემოწმებისას დავალებას თავი კარგად ვერ გაართვა. მოხელეების თქმით, მომღერალმა სუნთქვის ტესტზე უარი თქვა.

"ერთი მარტინი დავლიე და ჩემს მეგობრებს სახლში გავყევი", - უთხრა ტიმბერლეიკმა პოლიციელს.

მომღერალი სეგ-ჰარბორის სასამართლოში სხდომას 26 ივლისს ონლაინ უნდა ჩაერთოს. მისმა ადვოკატმა, ედვარდ ბერკ ჯუნიორმა, BBC-სთან ერთად მომუშავე CBS-ის თანამშრომლებს განუცხადა, რომ იგი "აქტიურად დაიცავს კლიენტს".

43 წლის ტიმბერლეიკი მისი მეექვსე ალბომის - Everything I Thought It Was შემდეგ გლობალური ტურნეს დაწყებას გეგმავს.

ბიჭების ბენდის, NSYNC-ის ყოფილმა წევრმა, მომღერალმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუსიკალურმა არტისტმა, ასევე ითამაშა კინოფილმებში, მათ შორის The Social Network და Friends With Benefits.

წარსულში ჯასტინმა აღიარა, რომ ზედმეტი სმის პრობლემის გამო დახმარებას იღებდა. ნიუ-იორკის შტატში ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის სასჯელი ერთ წლამდე პატიმრობას, $1,000 ჯარიმას და სულ მცირე 6 თვით მართვის მოწმობის ჩამორთმევას მოიცავს.

წყარო