პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“
ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

18 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. სას­წა­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მატჩს. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის თავ­და­დე­ბამ გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან, სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფო­ტოა, რო­მელ­ზეც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში, ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.

მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქე­ბენ, წე­რენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი "დიდ­გო­რი მო­ი­გო". ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, დრო­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცი თენ­გო ჯა­ნა­ში­აა. ის მატჩზე და­სას­წრე­ბად, მე­უღ­ლეს­თან ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

"არ ინერ­ვი­უ­ლოთ, კარ­გად ვართ“, - წერს ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უღ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

დარ­ჯა­ნია-ჯა­ნა­ში­ას ოჯა­ხი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, უფ­რო­სი ვაჟი, გი­ორ­გი დარ­ჯა­ნია "კო­მა­რო­ვე­ლია" და ახლა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ოჯა­ხი მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მოგ­ვიყ­ვა, თენ­გო ჯა­ნა­შია და ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბად და უფ­რო­სი ვა­ჟის სა­ნა­ხა­ვად ჩა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე გი­ორ­გიც შე­უ­ერ­თდათ და ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად ოჯა­ხის მი­მართ თურ­ქი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი აღ­მოჩ­ნდა და რომ ნა­ხეს უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იყ­ვნენ, მათ­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­საც კი იღებ­დნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
1

ჩვენი ჰიმნის დროს უღირსად მოიქცნენ, სტვენა ატეხენ, არ ეკადრებათ.

ნაია
7

ბევრი არაფერი მესმის ფეხბურთის, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, (თითქმის მთელი თამაში ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა), თურქები გვიტევდნენ და მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები, ჩვენ კი , ძირითადად თავს ვიცავდით და არ წაგებაზე ვთამაშობდით. ბოდიში, თუ ჩემი შეფასება ძალიან დილეტანტურია. ჩვენი მეკარე ყველაზე მაგარია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

18 ივნისს, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა. სასწაულად ეხმაურებიან ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები ჩვენი ნაკრების მატჩს. აშკარაა, რომ ჩვენი ბიჭების თავდადებამ გულგრილი არავინ დატოვა.

საქართველო-თურქეთის თამაშიდან, სტადიონზე მყოფი ქართველი გულშემატკივრების არაერთი ამაღელვებელი ფოტო გავრცელდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ერთი ფოტოა, რომელზეც თურქი გულშემატკივრების სექტორში, ერთი ქართველის მიერ აფრიალებული საქართველოს დროშა ჩანს.

მეორე დღეა, რაც უცნობ მამაკაცს სოციალურ ქსელში გამბედაობას უქებენ, წერენ, რომ უცნობმა მამაკაცმა გერმანიაში თავისი "დიდგორი მოიგო". ზოგიერთი მათგანი იმასაც კითხულობს, თუ როგორ გადაურჩა თურქ გულშემატკივრებს.

როგორც გავარკვიეთ, დროშიანი მამაკაცი თენგო ჯანაშიაა. ის მატჩზე დასასწრებად, მეუღლესთან ხათუნა დარჯანიასთან და ორ ვაჟთან ერთად საქართველოდან გერმანიაში ჩავიდა.

"არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“, - წერს ხათუნა დარჯანია სოციალურ ქსელში და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს.

დარჯანია-ჯანაშიას ოჯახი თბილისში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი, გიორგი დარჯანია "კომაროველია" და ახლა გერმანიაში სწავლობს. ოჯახი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა როგორც ოჯახის ახლობელმა მოგვიყვა, თენგო ჯანაშია და ხათუნა დარჯანია უმცროს შვილთან ერთად, გერმანიაში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად და უფროსი ვაჟის სანახავად ჩავიდნენ. ადგილზე გიორგიც შეუერთდათ და ოჯახი სრული შემადგენლობით თურქი გულშემატკივრის სექტორში აღმოჩნდა.

ახლობელი გვიყვება, რომ რეალურად ოჯახის მიმართ თურქი გულშემატკივარი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა და რომ ნახეს უმცირესობაში იყვნენ, მათთან ერთად ფოტოებსაც კი იღებდნენ.

იხილეთ ასევე: