ავტორი:

დაისვენე ბათუმის პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "კაპო ვერდეს" ერთობლივი შეთავაზება

დაისვენე ბათუმის პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "კაპო ვერდეს" ერთობლივი შეთავაზება

Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და „კაპო ვერდესთან“ ერთად განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ. Hotsale.ge-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში, პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით დაისვენონ და ზაფხულის დღეები კიდევ უფრო გაიფერადონ.

შეთავაზებების სანახავად მიჰყევით ბმულს - t.ly/OC1zr

სასტუმრო „კაპო ვერდე“ მდებარეობს ბათუმის მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს. იგი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, მაღალი კლასის მომსახურებასა და მრავალფეროვან სერვისებს.

სასტუმრო გამორჩეულია შთამბეჭდავი ხედებითაც: გადაჰყურებს შავ ზღვას და აქვს მარტივი წვდომა ქალაქის საუკეთესო სანაპიროზე. ასევე, გარშემორტყმულია მწვანე ნარგავებით, უნიკალური მიკროკლიმატი კი დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

„კაპო ვერდე“ სტუმრებს სთავაზობს ღია აუზს თბილი წყლით, რესტორანს უგემრიელესი კერძებით; ტერასას, სადაც სასიამოვნო საღამოებს გაატარებთ და ზღვის ხედებით დატკბებით და საზაფხულო კინოთეატრს განტვირთვისთვის.

სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს გამწვანებული ეზო და ბავშვთა გასართობი კუთხე. „კაპო ვერდეში“ წარმოდგენილია 38 დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ნომერი. Თითოეულ მათგანს აქვს უზარმაზარი აივანი ზღვის პანორამული ხედით.

აღსანიშნავია, რომ Hotsale.ge პარტნიორებთან ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგანებივრებთ საუკეთესო შეთავაზებებით. იმისათვის, არ ჩამორჩეთ სიახლეებს, ჩამოტვირთეთ Hotsale.ge-ს აპლიკაცია ახლავე და თვალი ადევნეთ სიახლეებს. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ დანაზოგებით, რომლებიც მხოლოდ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.