მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ბიბლიური წვიმა" და საოცარი გოლები: თურქეთმა და საქართველომ ევრო 2024-ზე ქარიშხალში ითამაშეს... და სტადიონზეც ქარიშხალი სწორედ ამ ორმა გუნდმა დაატრიალა“ - Independent-ი

"ბიბლიური წვიმა" და საოცარი გოლები: თურქეთმა და საქართველომ ევრო 2024-ზე ქარიშხალში ითამაშეს... და სტადიონზეც ქარიშხალი სწორედ ამ ორმა გუნდმა დაატრიალა“ - Independent-ი

ბრიტანული ონლაინ გამოცემა Independent გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ თურქეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელიც სავსეა ემოციური შეფასებებით.

“თურქეთი 3-1 საქართველო: მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივართა შორის დაპირისპირებამ და შტორმმა F ჯგუფის თამაშს მღელვარება შემატა“, - წერს გამოცემა.

“შესაძლოა უკვე დაგავიწყდათ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ყველაზე დაბალი ხარისხის მატჩად თურქეთი-საქართველოს შეხვედრას ელოდით. გუნდების ერთიანი რეიტინგი ხომ ტურნირზე ყველაზე მოკრძალებული იყო, საქართველოს დებიუტი კი F ჯგუფში გამოცდილების გარეშე შედგა. თუმცა შეხვედრა ფეხბურთის მატჩის მიღმაც მოვლენად იქცა.

რამდენიმე საათით ადრე დაწყებულმა “ბიბლიურმა წვიმამ“ და ამინდის პროგნოზის გამო შემოღებულმა მკაცრმა წესებმა, გერმანელი ორგანიზატორები აიძულა, სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრებიც დაეტოვებინა. ამასთანავე, როდესაც მატჩის დაწყებამდე ქომაგებს შორის დაპირისპირება დაიწყო და ამას სახურავიდან ზღვად გადმომდინარე წყლის ნაკადი მოჰყვა, გაჩნდა კითხვები: შედგებოდა თუ არა თამაში და ასეც რომ ყოფილიყო, იქნებოდა ეს ნამდვილი საფეხბურთო მატჩი?..

ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ერთ დაუფიქრებელ ან არასწორ ქმედებას ყველაფრის გაფუჭება შეეძლო. ჰაერში მტრული განწყობა სუფევდა, თითქოს ბუნტი უნდა დაწყებულიყო... თუმცა, საბედნიეროდ, ტრიბუნაზე ძალადობა ჩაცხრა.

თურქეთის გულშემატკივრები, რომლებიც გერმანიაში საკმაოდ მრავლად ცხოვრობენ, დასარტყამ ინსტრუმენტებზე ურტყამდნენ, უსტვენდნენ. ანტაგონისტურად იყვნენ განწყობილნი, თითქოს ოპონენტების მიერ, ბურთზე ყოველი შეხება მათთვის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო.

ექსტაზში თავის დაკარგვა მალევე შეძლეს, რადგან მერტ მულდურმა ევრო 2024-ის ანგარიში პირველი გოლით გახსნა.

მალე ამას მეორე გოლი მოჰყვა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გაუქმდა. ამასთან ერთად აინთო ქართული სულები.

როდესაც წვიმამ ნისლში ბოლოჯერ გაიელვა, საქართველომ იპოვა თავისი თამაში და გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა", - ასე მხატვრულად აღწერს გავლენიანი გამოცემა სანახაობრივ შეხვედრას, მღელვარე დასასრულით, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ანგარიშის გადასარჩენად კარი დატოვა და გუნდს შეუერთდა. თუმცა, მუჰამედ კერემ აკტურქოღლუმ დრო იხელთა და თურქეთის სასარგებლოდ ბურთი ქართველების ბადეში გაახვია.

შეხვედრა თურქეთის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

“თურქეთმა და საქართველომ ევრო 2024-ზე ქარიშხალში ითამაშეს... და სტადიონზეც ქარიშხალი სწორედ ამ ორმა გუნდმა დაატრიალა“, - წერს independent.

იხილეთ ასევე: