გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს:
Whoscored: მამარდაშვილი 6.2, კაშია 6.5, კვირკველია 6.2, დვალი 6.4, კაკაბაძე 7.0, ქოჩორაშვილი 7.7, მექვაბიშვილი 6.7, წიტაიშვილი 5.6, ჩაკვეტაძე 6.5, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 7.6, ლოჩოშვილი 6.0, დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე 6.1, ალთუნაშვილი 5.1.
Sofascore: მამარდაშვილი 6.8, კაშია 6.8, კვირკველია 6.5, დვალი 6.8, კაკაბაძე 7.3, ქოჩორაშვილი 7.6, მექვაბიშვილი 6.9, წიტაიშვილი 6.4, ჩაკვეტაძე 6.7, კვარაცხელია 6.6, მიქაუტაძე 7.4, ლოჩოშვილი 6.4, დავითაშვილი 6.2, ზივზივაძე 6.5, ალთუნაშვილი 4.1.
Flashscore: მამარდაშვილი 6.6, კაშია 6.8, კვირკველია 6.0, დვალი 6.6, კაკაბაძე 6.9, ქოჩორაშვილი 7.6, მექვაბიშვილი 6.6, წიტაიშვილი 6.9, ჩაკვეტაძე 6.9, კვარაცხელია 7.3, მიქაუტაძე 7.4, ლოჩოშვილი 6.3, დავითაშვილი 6.3, ზივზივაძე (შეფასების გარეშე), ალთუნაშვილი (შეფასების გარეშე).
"როცა აგებ, კარგი არ არის, თუმცა ევროპულ ასპარეზზე საქართველოს ნაკრების საფეხბურთო შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თამაშით კი და ამით ვამაყობ.
ბოლო წლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გაკეთდა, ისტორია დაიწერა და მოხარული ვარ, რომ მეც მათი ისტორიის ნაწილი გავხდი.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგი პერფორმანსი დავდეთ, რაც სამომავლო განვითარებისთვის ძალიან დაგვეხმარება. მომავალში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ, სადაც ასევე კარგ პერფორმანსს გვპირდებით.
მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიდან ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და მოხარული ვარ, რადგან კარგი თამაში ჰქონდა.
რა დაგვაკლდა იმისთვის, რომ არ წაგვეგო? ვფიქრობ, ცოტა გამოცდილება. მსგავს ფორუმზე პირველად ვთამაშობთ და ასეთი დონის თამაშებით ვსწავლობთ იმას, როგორ არ წავაგოთ მსგავსი მატჩები მომავალში.
მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ. ბაიერნში წლები ვთამაშობდი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დორტმუნდის სტადიონი ერთ-ერთი გამორჩეულია. საქართველოს ნაკრების ჰიმნის დროს, თურქი გულშემატკივრები უსტვენდნენ, რაც დიდი უპატივცემულობაა. ისე კი, თურქმა და ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს კარგი თამაში უჩვენა.
მამარდაშვილის შეტევაში წასვლა ლოგიკური იყო, რადგან 2:1 წავაგებდით თუ 3:1, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ამაში ნეგატივს ვერ ვხედავ".
"ფინალური სტადიის საკადრისი შეხვედრა იყო. ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ. თამაშის რთულ პერიოდებშიც კი მხარს გვიჭერდნენ. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაცაა. დღეს 52 წლის გავხდი და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო.
კარისკენ 22-ჯერ დავარტყით. მეტი სიზუსტე გვმართებდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა, რაც ვნახე. VAR-ის მიერ არ ჩათვლილი გოლის შემდეგ ცოტა მოვეშვით, მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე.
საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. ფინალურ სტადიაზე შემთხვევით არ ასპარეზობს“.
იხილეთ ასევე: