პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩზე დასასწრებად, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩავიდა. ექსპრემიერის ფოტოები ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"გამარჯვება ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!“ - წერს გახარია.
მეორე პოსტზე კი, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, გახარიას ნაკრების წევრის გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან ერთად უკვე სტადიონზეა.
"უფროსი ქოჩორა. ველოდებით გამარჯვებას!“ - წერს პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.