პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე
"ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

CCCC კომ­პა­ნი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლი, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ [ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში] კონ­ტრაქ­ტი დადო, ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­აა. ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია, რუ­სე­თის არ­მი­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი ფი­ნან­სის­ტია დღეს. ასე რომ, ერთი კი­თხვაა, რა­ტომ უნდა გა­აღ­რმაო ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი იმ პარ­ტი­ას­თან, რო­მე­ლიც აფი­ნან­სებს თქვენს ოკუ­პანტს? , - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბინ და­ნი­გან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი ხა­რის­ხი­სა და სტან­დარ­ტე­ბის კუ­თხი­თაც ის­მის.

„რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ას, CCCC კომ­პა­ნი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლი, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კონ­ტრაქ­ტი დადო, ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­აა და ის ცნო­ბი­ლია, რომ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის არ­მი­ას­თან. ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია, არის ნო­მერ პირ­ვე­ლი ბან­კი­რი, რუ­სე­თის არ­მი­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი ფი­ნან­სის­ტი დღეს. ასე რომ, ერთი კი­თხვაა, რა­ტომ უნდა გა­აღ­რმაო ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი იმ პარ­ტი­ას­თან, რო­მე­ლიც აფი­ნან­სებს თქვენს ოკუ­პანტს? იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის არ­მი­ას ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია აფი­ნან­სებს. ეს ერთი კი­თხვაა.

შემ­დე­გი კი­თხვაა, მო­ცე­მუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხა­რის­ხი­სა და სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ხებ, CCCC-ს არ აქვს კარ­გი რე­პუ­ტა­ცია გლო­ბა­ლუ­რად. 2009 წელს მსოფ­ლიო ბან­კმა აუკ­რძა­ლა ბანკს ამ კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ცოტა ხნის წინ კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა პორ­ტი შრი-ლან­კა­ში და ამ პორ­ტის ირ­გვლივ ბევ­რი კა­მა­თია. არ ვიცი, წა­გი­კი­თხავთ თუ არა ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ შეძ­ლო შრი-ლან­კის მი­წა­ზე 99 წლი­ა­ნი იჯა­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მისი გე­მე­ბი, სამ­ხედ­რო გე­მე­ბი, შეძ­ლე­ბენ შეს­ვლას და გას­ვლას. ასე რომ, არ­სე­ბობს კა­მა­თი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შრი-ლან­კამ დათ­მო თა­ვის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ძი­რი­თა­დი კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხა­ზი­ნამ და­ად­გი­ნა, რომ ეს კომ­პა­ნია არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც შე­დის კომ­პა­ნი­ე­ბის სი­ა­ში, რომ­ლებ­საც აქვთ ღრმა კავ­ში­რე­ბი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის სამ­ხედ­რო­ებ­თან. ასე რომ, ბევ­რი შეშ­ფო­თე­ბა არ­სე­ბობს ანაკ­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მაგ­რამ მე უბ­რა­ლოდ ვი­მე­ო­რებ ზო­გი­ერთ შეშ­ფო­თე­ბას, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რად არ­სე­ბობს ამ კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ.“- გა­ნა­ცხა­და რო­ბინ და­ნი­გან­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

"ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის.

„რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა.

შემდეგი კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ.“- განაცხადა რობინ დანიგანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: