პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია იტალიაში - ორი ნავის დამსხვრევის შედეგად, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა
ტრაგედია იტალიაში -  ორი ნავის დამსხვრევის შედეგად,  თერთმეტი ადამიანი დაიღუპა

სამ­ხრეთ იტა­ლი­ის სა­ნა­პი­როს­თან ორი ნა­ვის დამ­სხვრე­ვის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 60-ზე მეტი და­ი­კარ­გა. ამის შე­სა­ხებ მაშ­ვე­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

  • გერ­მა­ნულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, RESQSHIP-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლამ­პე­დუ­ზას კუნ­ძულ­თან მდე­ბა­რე ხის ნავ­ზე, რო­მე­ლიც იძი­რე­ბო­და, 51 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, მის ქვე­და ბა­ქან­ზე კი 10 ცხე­და­რი იპო­ვეს.

რო­გორც "ექი­მე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე" (MSF) იტყო­ბი­ნე­ბა, იმა­ვე დღეს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვის დროს, 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ შო­რის კი - 26 ბავ­შვი.

გა­ე­როს სა­ა­გენ­ტო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნა­ვე­ბი მიგ­რან­ტე­ბით იყო სავ­სე, რომ­ლე­ბიც ლი­ბი­ი­სა და თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მო­დი­ოდ­ნენ.

RESQSHIP-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლამ­პე­დუ­ზას­თან ახ­ლოს ნა­ვე­ბის დამ­სხვრე­ვას გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იტა­ლი­ურ სა­ნა­პი­როს დაც­ვას გა­და­ეც­ნენ და ორ­შა­ბათ დი­ლით ხმე­ლეთ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლე­ბი კუნ­ძულ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ნავი ლი­ბი­ი­დან და­იძ­რა და მას­ზე სი­რი­ე­ლი, ეგ­ვიპ­ტე­ლი, პა­კის­ტა­ნე­ლი და ბან­გლა­დე­შე­ლი მიგ­რან­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, - გა­ნა­ცხა­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლეს­მა კო­მი­სა­რი­ატ­მა (UNHCR), მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (IOM) და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ბავ­შვთა ფონდმა (UNICEF) ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­ო­რე ნა­ვის დამ­სხვრე­ვის შემ­თხვე­ვა სამ­ხრეთ იტა­ლი­ის კა­ლაბ­რი­ის სა­ნა­პი­რო­დან 125 მი­ლის მო­შო­რე­ბით მოხ­და.

12 გა­დარ­ჩე­ნი­ლი­დან ერთი იტა­ლი­ურ სა­ნა­პი­როს დაც­ვა­ზე გად­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა.

ხმელ­თა­შუა ზღვა მსოფ­ლი­ო­ში მიგ­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გზაა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წლი­დან მის წყლებ­ში 23,500-ზე მეტი მიგ­რან­ტი და­ი­ღუ­პა ან და­ი­კარ­გა.

წყა­რო

ავტორი:

ტრაგედია იტალიაში - ორი ნავის დამსხვრევის შედეგად, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა

ტრაგედია იტალიაში -  ორი ნავის დამსხვრევის შედეგად,  თერთმეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიის სანაპიროსთან ორი ნავის დამსხვრევის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიკარგა. ამის შესახებ მაშველები იტყობინებიან.

  • გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, RESQSHIP-მა განაცხადა, რომ ლამპედუზას კუნძულთან მდებარე ხის ნავზე, რომელიც იძირებოდა, 51 ადამიანი გადაარჩინეს, მის ქვედა ბაქანზე კი 10 ცხედარი იპოვეს.

როგორც "ექიმები საზღვრების გარეშე" (MSF) იტყობინება, იმავე დღეს, მეორე შემთხვევის დროს, 60-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის კი - 26 ბავშვი.

გაეროს სააგენტოების განცხადებით, ნავები მიგრანტებით იყო სავსე, რომლებიც ლიბიისა და თურქეთის ტერიტორიებიდან მოდიოდნენ.

RESQSHIP-ის ინფორმაციით, ლამპედუზასთან ახლოს ნავების დამსხვრევას გადარჩენილები იტალიურ სანაპიროს დაცვას გადაეცნენ და ორშაბათ დილით ხმელეთზე გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილები კუნძულზე გადაიყვანეს.

  • ნავი ლიბიიდან დაიძრა და მასზე სირიელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, - განაცხადეს გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ერთობლივ განცხადებაში.

მეორე ნავის დამსხვრევის შემთხვევა სამხრეთ იტალიის კალაბრიის სანაპიროდან 125 მილის მოშორებით მოხდა.

12 გადარჩენილიდან ერთი იტალიურ სანაპიროს დაცვაზე გადმოსვლის შემდეგ დაიღუპა.

ხმელთაშუა ზღვა მსოფლიოში მიგრაციის ყველაზე საშიში გზაა. გაერთიანებული ერების მონაცემებით, 2014 წლიდან მის წყლებში 23,500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ან დაიკარგა.

წყარო