"სამხრეთ კორეის საზღვართან ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა დანაკარგები განიცადეს", - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სეულის გაერთიანებული შტაბის მეთაურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამუშაოების წარმოების დროს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ნაღმის აფეთქების შედეგად დანაკარგები განიცადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, 30-მდე ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებით არიან დაკავებულები, სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.