ავტორი:

"გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს - თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან" - კობახიძე

"გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს - თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან" - კობახიძე

გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მართულია და მათ არ აქვთ დამოუკიდებლობა.

"ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია, ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვთ, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე - ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი, ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.