საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC-ის გამოძიებამ უმძიმესი ფაქტები გამოავლინა - საბერძნეთის სანაპირო დაცვა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში ათობით მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა
BBC-ის გამოძიებამ უმძიმესი ფაქტები გამოავლინა - საბერძნეთის სანაპირო დაცვა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში ათობით მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა

ბერ­ძნუ­ლი სა­ნა­პი­რო დაც­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ათო­ბით მიგ­რან­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და - ამის შე­სა­ხებ მოწ­მე­ე­ბი BBC-სთან სა­უბ­რო­ბენ.

BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 9 ადა­მი­ა­ნი წყალ­ში გან­ზრახ გა­და­აგ­დეს. ისი­ნი იმ 40-ზე მეტ შემ­თხვე­ვას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ბერ­ძნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი­დან გა­ძე­ვე­ბის ან ბერ­ძნულ კუნ­ძუ­ლებ­ზე შეს­ვლის შემ­დეგ ზღვა­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

ბერ­ძნულ­მა სა­ნა­პი­რო დაც­ვამ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

ბერ­ძნულ მთავ­რო­ბას დიდი ხა­ნია, იძუ­ლე­ბი­თი სა­ხის ქმე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც BBC-მ გა­მოთ­ვა­ლა იმ ინ­ცი­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­შიც ბერ­ძნულ სა­ნა­პი­რო დაც­ვას მი­უ­ძღვის ბრა­ლი. 15 ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­თა ანა­ლი­ზიც BBC-მ გა­ა­კე­თა, 2020 წლის მა­ი­სი­დან 2023 წლამ­დე პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა - შე­დე­გად კი, 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

BBC-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პირ­ველ­წყა­რო ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვა იყო.

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის ვე­რი­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია - მოწ­მე­ე­ბი ხში­რად ქრე­ბი­ან ან წინა პლან­ზე გა­მოს­ვლის ეში­ნი­ათ. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვე­ბი­დან ოთხზე - ინ­ფორ­მა­ცია BBC-მ პირ­და­პირ მოწ­მე­ებ­თან სა­უბ­რით მო­ი­პო­ვა.

კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ახალ BBC დო­კუ­მენ­ტურ ფილმშია ასა­ხუ­ლი, ბევ­რი რამ ცხა­დი გა­ხა­და. 5 შემ­თხვე­ვა­ში, მიგ­რან­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ბერ­ძნულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ისი­ნი პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­ყა­რეს. რამ­დე­ნი­მე სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი მიგ­რან­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი ტი­ვებ­ში ჩას­ხეს, რო­მელ­თაც ძრა­ვა არ ჰქონ­დათ, შემ­დეგ კი ეს ტი­ვე­ბი და­ი­შა­ლა ან გა­იხვრი­ტა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

BBC-ის გამოძიებამ უმძიმესი ფაქტები გამოავლინა - საბერძნეთის სანაპირო დაცვა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში ათობით მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა

BBC-ის გამოძიებამ უმძიმესი ფაქტები გამოავლინა - საბერძნეთის სანაპირო დაცვა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში ათობით მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა

ბერძნული სანაპირო დაცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში ათობით მიგრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა - ამის შესახებ მოწმეები BBC-სთან საუბრობენ.

BBC-ის გამოძიების თანახმად, 9 ადამიანი წყალში განზრახ გადააგდეს. ისინი იმ 40-ზე მეტ შემთხვევას მიეკუთვნებიან, როცა ადამიანები ბერძნული ტერიტორიული წყლებიდან გაძევების ან ბერძნულ კუნძულებზე შესვლის შემდეგ ზღვაში უკან დაბრუნების შედეგად დაიღუპნენ.

ბერძნულმა სანაპირო დაცვამ BBC-ს განუცხადა, რომ უკანონო საქმიანობის შესახებ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ბერძნულ მთავრობას დიდი ხანია, იძულებითი სახის ქმედებაში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც BBC-მ გამოთვალა იმ ინციდენტების რაოდენობა, რომლებშიც ბერძნულ სანაპირო დაცვას მიუძღვის ბრალი. 15 ინციდენტი, რომელთა ანალიზიც BBC-მ გააკეთა, 2020 წლის მაისიდან 2023 წლამდე პერიოდით თარიღდება - შედეგად კი, 43 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ პირველწყარო ძირითადად ადგილობრივი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და თურქეთის სანაპირო დაცვა იყო.

ასეთი შემთხვევების ვერიფიცირება ძალიან რთულია - მოწმეები ხშირად ქრებიან ან წინა პლანზე გამოსვლის ეშინიათ. მაგრამ ამ შემთხვევებიდან ოთხზე - ინფორმაცია BBC-მ პირდაპირ მოწმეებთან საუბრით მოიპოვა.

კვლევამ, რომელიც ახალ BBC დოკუმენტურ ფილმშია ასახული, ბევრი რამ ცხადი გახადა. 5 შემთხვევაში, მიგრანტები აცხადებდნენ, რომ ბერძნულმა ოფიციალურმა პირებმა ისინი პირდაპირ ზღვაში ჩაყარეს. რამდენიმე სხვა შემთხვევაში კი მიგრანტები აცხადებდნენ, რომ ისინი ტივებში ჩასხეს, რომელთაც ძრავა არ ჰქონდათ, შემდეგ კი ეს ტივები დაიშალა ან გაიხვრიტა.

წყარო