პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექის მოლოცვისას, ძლიერი სიცხის გამო, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა - მორიგი ტრაგედია ჰაჯის დროს
მექის მოლოცვისას, ძლიერი სიცხის გამო, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა - მორიგი ტრაგედია ჰაჯის დროს

სა­უ­დის არა­ბეთ­ში მე­ქის მო­ლოც­ვი­სას, ძლი­ე­რი სი­ცხის გამო, სულ მცი­რე, 14 იორ­და­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

იორ­და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მათი 14 მო­ქა­ლა­ქე "ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხის დროს მზის სხი­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ" და­ი­ღუ­პა, ხოლო კი­დევ 17 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო AFP-ის ცნო­ბით, ირა­ნის მხა­რემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ასე­ვე 5 ირა­ნე­ლი მომ­ლოც­ვე­ლი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა მათი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

იორ­და­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­კარ­გულ­თა ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა­ში იორ­და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ისი­ნი სა­უ­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვი­სა და ცხედ­რე­ბის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, მათი ოჯა­ხე­ბის სურ­ვი­ლი­სა­მებრ.

ჰა­ჯის ყო­ველ­წლი­უ­რი პი­ლიგ­რი­მო­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით წელს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობს 1.8 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ლოც­ვე­ლი იღებს. შე­სა­ბა­მი­სად, ის­ტო­რი­ას არა­ერ­თი ტრა­გი­კუ­ლი ემ­თხვე­ვა ახ­სოვს, მათ შო­რის ჭყლე­ტა და კარ­ვე­ბის­თვის გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბი. თუმ­ცა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ძლი­ე­რი სი­ცხეა.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რას ტემ­პე­რა­ტუ­რამ 46 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბა, რა­მაც გა­რეთ და ფე­ხით შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის, უკი­დუ­რე­სად გა­აძ­ნე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მექის მოლოცვისას, ძლიერი სიცხის გამო, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა - მორიგი ტრაგედია ჰაჯის დროს

მექის მოლოცვისას, ძლიერი სიცხის გამო, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა - მორიგი ტრაგედია ჰაჯის დროს

საუდის არაბეთში მექის მოლოცვისას, ძლიერი სიცხის გამო, სულ მცირე, 14 იორდანელი მოქალაქე დაიღუპა.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი 14 მოქალაქე "ექსტრემალური სიცხის დროს მზის სხივების მიღების შემდეგ" დაიღუპა, ხოლო კიდევ 17 ადამიანი დაკარგულად გამოაცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ირანის მხარემ დაადასტურა, რომ ასევე 5 ირანელი მომლოცველი დაიღუპა, თუმცა მათი დაღუპვის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

იორდანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

განცხადებაში იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი საუდის ხელისუფლებასთან კოორდინაციას ახორციელებენ გარდაცვლილთა დაკრძალვისა და ცხედრების გადატანის პროცედურების შესახებ, მათი ოჯახების სურვილისამებრ.

ჰაჯის ყოველწლიური პილიგრიმობა ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი შეკრებაა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით წელს მასში მონაწილეობს 1.8 მილიონზე მეტი მომლოცველი იღებს. შესაბამისად, ისტორიას არაერთი ტრაგიკული ემთხვევა ახსოვს, მათ შორის ჭყლეტა და კარვებისთვის გაჩენილი ხანძრები. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ძირითადი პრობლემა ძლიერი სიცხეა.

მიმდინარე კვირას ტემპერატურამ 46 გრადუსს გადააჭარბა, რამაც გარეთ და ფეხით შესასრულებელი რიტუალები, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, უკიდურესად გააძნელა.