სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა" - "საქასტატი"
"პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა" - "საქასტატი"

2024 წლის I კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ნო­მი­ნა­ლუ­რი ხელ­ფა­სი გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 13.2 პრო­ცენ­ტით (226.8 ლა­რით) გა­ი­ზარ­და და 1 943.4 ლარი შე­ად­გი­ნა.

"საქსტა­ტის“ ცნო­ბით, საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და­ფიქ­სირ­და შემ­დეგ დარ­გებ­ში: სა­ფი­ნან­სო და სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი – 4 519.4 ლარი (წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 20.2 პრო­ცენ­ტით); ინ­ფორ­მა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია – 3 956.5 ლარი (გა­ი­ზარ­და 9.0 პრო­ცენ­ტით); პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი – 2 672.7 ლარი (გა­ი­ზარ­და 12.0 პრო­ცენ­ტით); მშე­ნებ­ლო­ბა - 2 624.6 ლარი (გა­ი­ზარ­და 22.3 პრო­ცენ­ტით).

ამას­თან, 2024 წლის I კვარ­ტალ­ში ქა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1 540.0 ლა­რით, ხოლო კა­ცე­ბის - 2 343.2 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. ხელ­ფა­სე­ბის წლი­ურ­მა ზრდამ ქა­ლებ­ში 164.3 ლარი (11.9%) შე­ად­გი­ნა, ხოლო კა­ცებ­ში - 289.8 ლარი (14.1%). საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით კა­ცე­ბის ხელ­ფა­სი ყვე­ლა სექ­ტორ­ში აღე­მა­ტე­ბო­და ქა­ლე­ბის ხელ­ფასს.

"2024 წლის I კვარ­ტალ­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში 226.3 ლა­რით (12.9%) გა­ი­ზარ­და და 1 985.4 ლარი შე­ად­გი­ნა. საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ინ­ფორ­მა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის (4 069.0 ლარი, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 8.8 პრო­ცენ­ტით) და პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის (3 035.1 ლარი, გა­ი­ზარ­და 10.9 პრო­ცენ­ტით) სფე­რო­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

2024 წლის I კვარ­ტალ­ში არა­სა­მე­წარ­მეო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 226.8 ლა­რით (13.8%) გა­ი­ზარ­და და 1 870.0 ლარი შე­ად­გი­ნა. საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი აქვთ სა­ფი­ნან­სო და სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს.

სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის სი­დი­დის მი­ხედ­ვით რე­გი­ო­ნებ­ში ლი­დე­რობს თბი­ლი­სი და მცხე­თამ­თი­ა­ნე­თი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა" - "საქასტატი"

"პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა" - "საქასტატი"

2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.

"საქსტატის“ ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით); მშენებლობა - 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).

ამასთან, 2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების - 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

"2024 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.

2024 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.