მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჯარო სკოლის მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, ყველა პედაგოგს კი სულ მცირე 250 ლარით გაეზრდება - ეს დადებითად აისახება განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში" - პრემიერი
"საჯარო სკოლის მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, ყველა პედაგოგს კი სულ მცირე 250 ლარით გაეზრდება - ეს დადებითად აისახება განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი 52 ათას მას­წავ­ლებ­ლი­დან 37 ათასს შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა სულ მცი­რე 500 ლარი გა­ეზ­რდე­ბა, ხოლო ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, სულ მცი­რე 250 ლა­რით.

ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"თქვენ რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ კი­დევ შარ­შან და­ა­ნონსდა, რომ ამ წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ახა­ლი სქე­მა და სა­შუ­ა­ლო ზრდა იქ­ნე­ბა 500 ლარი. სულ არის 52 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, აქე­დან 37 ათას მას­წავ­ლე­ბელს, რაც არის მთლი­ა­ნად მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ტინ­გენ­ტის 70%, ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ეზ­რდე­ბა სულ მცი­რე 500 ლა­რით, მათ შო­რის, მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას გა­ეზ­რდე­ბა 800 ლა­რით და მე­ტით, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ს ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ეზ­რდე­ბა სულ მცი­რე 300 ლა­რით, ყვე­ლა პე­და­გოგს გა­ეზ­რდე­ბა სულ მცი­რე 250 ლა­რით. ეს არის ანა­ზღა­უ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მთლი­ა­ნად ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხზე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც უნდა გა­და­იდ­გას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაგ­რძელ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შემ­დე­გი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც ზო­გა­დი, ისე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­რო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სის­ტე­მის დახ­ვე­წა­ზე, რაც, ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - იყო გარ­კვე­უ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­ნის­ტრთან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ თე­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საჯარო სკოლის მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, ყველა პედაგოგს კი სულ მცირე 250 ლარით გაეზრდება - ეს დადებითად აისახება განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში" - პრემიერი

"საჯარო სკოლის მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, ყველა პედაგოგს კი სულ მცირე 250 ლარით გაეზრდება - ეს დადებითად აისახება განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. სულ არის 52 ათასი მასწავლებელი საჯარო სკოლებში, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც არის მთლიანად მასწავლებელთა კონტინგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას გაეზრდება 800 ლარით და მეტით, შრომის ანაზღაურება. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ყველა პედაგოგს გაეზრდება სულ მცირე 250 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემებზე აქტიურად მუშაობას“,- განაცხადა პრემიერმა.