საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია" - ომბუდსმენი
"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია" - ომბუდსმენი

სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტმა [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა] ეფექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ­ნის­ტი­ის მე­ქა­ნიზ­მი და შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

იო­სე­ლი­ა­ნი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებ­ზეც სა­უბ­რობს.

„ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ევ­რო­პის მას­შტა­ბით, ისევ მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა ევ­რო­საბ­ჭოს ან­გა­რი­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქე­თის შემ­დეგ, 100 000 მო­სახ­ლე­ზე პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლოდ, 9 500 პა­ტი­მარს შე­ად­გენს, ეს რი­ცხვი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, მისი შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კას გე­ტყვით, რუს­თა­ვის მე-17 და ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მთე­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თით­ქმის, 35%-ია თავ­მოყ­რი­ლი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­საც და­ვა­მა­ტებთ, 4 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 70% იყ­რის თავს, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს თა­ვის­თა­ვად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან სულ მცი­რე, 2 ახა­ლი, სა­შუ­ა­ლოდ 500-კა­ცი­ა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამა­ვე დროს, პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­სად­გმე­ლია რიგი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლომ ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ქვე­მოთ და­ი­წი­ოს. ვფიქ­რობ, ამ რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის.

ამას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა რომ ე.წ. პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ეფექ­ტუ­რად არ მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან ბევ­რი მსჯავ­რდე­ბუ­ლი იღებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარს, მათ შო­რის, ისეთ უარს, სა­დაც მი­ზე­ზი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ არის. დიდი ხა­ნია ვე­ლო­დე­ბით ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რად ამუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ტვირ­თავს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ო­დი ოჯახ­ში გა­ა­ტა­რონ და მსჯავ­რი გა­რეთ მო­ი­ხა­დონ. ასე­ვე, ეფექ­ტუ­რად არ არის ამუ­შა­ვე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ეს იქ­ნე­ბა გი­რაო, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა, თუ სხვა, რაც ასე­ვე პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გან­ტვირ­თავ­და. ასე­ვე, რაც მთა­ვა­რია, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტმა [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა] ეფექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ­ნის­ტი­ის მე­ქა­ნიზ­მი და შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია. არა­და, ეს კი­დევ ერთი მე­ქა­ნიზ­მია იმის­თვის, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა გა­ნიტ­ვირ­თოს. პრე­ზი­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და, იმ­დენ­ჯერ პა­ტიმ­რე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა“, - აცხა­დებს იო­სე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე მა­ნამ­დეც, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პა­ტი­მარს იწყა­ლებ­დნენ. დღეს, ეს რი­ცხვი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლამ­დეა და­სუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა“.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია" - ომბუდსმენი

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია" - ომბუდსმენი

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იოსელიანი ქვეყნის მასშტაბით არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გადატვირთულობასა და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზეც საუბრობს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში, სადაც საქართველო თურქეთის შემდეგ, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია. ასევე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით, რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მთელი პენიტენციური სისტემის პატიმრების რაოდენობის თითქმის, 35%-ია თავმოყრილი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 დაწესებულებასაც დავამატებთ, 4 დაწესებულებაში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან სულ მცირე, 2 ახალი, საშუალოდ 500-კაციანი დაწესებულება სჭირდება. ამავე დროს, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. ძალიან ბევრი მსჯავრდებული იღებს გათავისუფლებაზე უარს, მათ შორის, ისეთ უარს, სადაც მიზეზი დასაბუთებული არ არის. დიდი ხანია ველოდებით ელექტრონული სამაჯურების სისტემის ეფექტურად ამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს, პატიმრობის პერიოდი ოჯახში გაატარონ და მსჯავრი გარეთ მოიხადონ. ასევე, ეფექტურად არ არის ამუშავებული აღკვეთის ღონისძიების დროს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, ეს იქნება გირაო, შინაპატიმრობა, თუ სხვა, რაც ასევე პატიმრების რაოდენობას განტვირთავდა. ასევე, რაც მთავარია, ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია. არადა, ეს კიდევ ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ პენიტენციური სისტემა განიტვირთოს. პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, წელიწადში რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიდა, იმდენჯერ პატიმრების რაღაც რაოდენობა შეეწყალებინა“, - აცხადებს იოსელიანი.

მისივე განმარტებით, „როგორც მარგველაშვილის პერიოდში, ასევე მანამდეც, რამდენიმე ასეულ პატიმარს იწყალებდნენ. დღეს, ეს რიცხვი რამდენიმე ათეულამდეა დასული, რაც ძალიან ცოტაა“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.