ავტორი:

მიწისქვეშა ბიძგების სერია რაჭაში - დღეს ონთან 4 მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების სერია რაჭაში - დღეს ონთან 4 მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში, რაჭაში ოთხი მიწისძვრა მოხდა.

პირველი ბიძგები თბილისის დროით 17:16-ზე, შემდეგ 19:42, 19:49 და 20:08 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირისთან და ბაჯიხევთან მდებარეობდა.

პირველი მიწისძვრის სიმძლავრე იყო 3,8 მაგნიტუდა, მეორესი - 4,7, მესამესი - 4,4, მეოთხესი კი - 3,3.

შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა 4 ივნისის ღამით, 02:03 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იმჟამად სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.