სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება" - ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას აქვეყნებს
"მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება" - ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას აქვეყნებს

მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის და­ყო­ფა და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბის არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ფე­დე­რა­ცია ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ 13 ივ­ნისს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ წარ­დგე­ნი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი სია, სა­დაც "ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი იყო შეყ­ვა­ნი­ლი, გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით, არას­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი".

"ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­დე­ბი­უ­ტო მატჩს 18 ივ­ნისს დორ­ტმუნდში გავ­მარ­თავთ და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის ის­ტო­რი­ულ პე­რი­ოდ­ში, ვფიქ­რობთ, მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის და­ყო­ფა და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბის არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბა. ჩვე­ნი გუნ­დის და ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს, ყო­ველ­თვის გუნ­დუ­რო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. ამ წარ­მა­ტე­ბამ­დეც, გუნ­დუ­რო­ბამ და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მონ­დო­მე­ბამ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და ერ­თობ­ლივ­მა მუ­შა­ო­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც მო­ე­დან­ზე თუ მო­ედ­ნის გა­რეთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბის და­ნა­წევ­რე­ბა, გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ციპს არ­ღვევს. ამი­ტომ, სექ­ტემ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­გეგ­მილ და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ჩვე­ნი გუნ­დი მხო­ლოდ იმ შე­მად­გენ­ლო­ბით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რიც, წარ­დგე­ნილ სი­ა­ში, ამ წარ­მა­ტე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის­თვის იყო შეყ­ვა­ნი­ლი.

ჩვენ­თვის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა და ჯილ­დო უდი­დეს სა­ფეხ­ბურ­თო ფო­რუმ­ზე ას­პა­რე­ზო­ბაა - მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს და საზ­რუ­ნავს კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენს და ამ მიზ­ნის­თვის ერ­თი­ა­ნი გუნ­დით ვაგ­რძე­ლებთ მზა­დე­ბას.

კი­დევ ერთხელ გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ, მათ, ვინც ეს წარ­მა­ტე­ბა ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რა და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვოთ ჩვენ ეროვ­ნულ ნაკ­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება" - ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას აქვეყნებს

"მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება" - ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას აქვეყნებს

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება , - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ფედერაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც "ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული".

"ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე", - წერია განცხადებაში.