ავტორი:

საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.