პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში, ჰოლანდია-პოლონეთის მატჩის წინ, წერაქვითა და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულს მამაკაცს სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი?
გერმანიაში, ჰოლანდია-პოლონეთის მატჩის წინ, წერაქვითა და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულს მამაკაცს სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი?

გერ­მა­ნი­ა­ში, ჰამ­ბურ­გის ცენ­ტრში, წე­რაქ­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბულს მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას ემუქ­რე­ბო­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მე­დი­ის ცნო­ბით, ინ­ცი­დენ­ტი ჰო­ლან­დი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა ზო­ნის მახ­ლობ­ლად მოხ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მძი­მე­და არის დაჭ­რი­ლი.

დღეს ევრო 2024-ის ტურ­ნირ­ზე ნი­დერ­ლან­დე­ბის ნაკ­რე­ბი პო­ლო­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მა­მა­კა­ცი, თა­მა­შამ­დე 3 სა­ა­თით ადრე, ოფიც­რებს წე­რაქ­ვი­თა და მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლით ემუქ­რე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში პო­ლი­ცი­ის სპი­კე­რი BBC-სთან ამ­ბობს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ეჭ­ვმი­ტა­ნილს, რო­მე­ლიც ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბას ცდი­ლობ­და, ოფიც­რებ­მა წი­წა­კის სპრეი შე­ას­ხეს და ეს­რო­ლეს.

ინ­ცი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 12:30 სა­ათ­ზე მოხ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას წე­რაქვს უქ­ნევს, შემ­დეგ კი გას­რო­ლის ხმე­ბი ის­მის.

თავ­დამ­სხმე­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა და ის, თუ რა იყო მისი მო­ტი­ვი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ გა­უმ­ხე­ლი­ათ. მატ­ჩი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 15: 00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, რა დრო­საც ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ჰო­ლან­დი­ე­ლი და ამ­დე­ნი­ვე პო­ლო­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო ჩა­სუ­ლი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

გერმანიაში, ჰოლანდია-პოლონეთის მატჩის წინ, წერაქვითა და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულს მამაკაცს სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი?

გერმანიაში, ჰოლანდია-პოლონეთის მატჩის წინ, წერაქვითა და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულს მამაკაცს სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს - რა ხდება ცნობილი?

გერმანიაში, ჰამბურგის ცენტრში, წერაქვით შეიარაღებულს მამაკაცს, რომელიც პოლიციას ემუქრებოდა, სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, ინციდენტი ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერთა ზონის მახლობლად მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მძიმედა არის დაჭრილი.

დღეს ევრო 2024-ის ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრები პოლონეთს უპირისპირდებოდა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი, თამაშამდე 3 საათით ადრე, ოფიცრებს წერაქვითა და მოლოტოვის კოქტეილით ემუქრებოდა. მოგვიანებით გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში პოლიციის სპიკერი BBC-სთან ამბობს, რომ შეიარაღებულ ეჭვმიტანილს, რომელიც ბენზინის აალებას ცდილობდა, ოფიცრებმა წიწაკის სპრეი შეასხეს და ესროლეს.

<iframe width="656" height="369" src="https://www.youtube.com/embed/VwihV2WQIVs" title="German police shoot &#39;man with axe and incendiary device&#39; ahead of Euro 2024 game" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 12:30 საათზე მოხდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც პოლიციას წერაქვს უქნევს, შემდეგ კი გასროლის ხმები ისმის.

თავდამსხმელი მამაკაცის ვინაობა და ის, თუ რა იყო მისი მოტივი, სამართალდამცავებს არ გაუმხელიათ. მატჩი ადგილობრივი დროით 15: 00 საათზე დაიწყო, რა დროსაც ქალაქში დაახლოებით 30 000 ჰოლანდიელი და ამდენივე პოლონელი გულშემატკივარი იყო ჩასული.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა