საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ეპიცენტრი ონთან, სოფელ ირში იყო.
შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა 4 ივნისის ღამით, 02:03 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იმჟამად სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
იხილეთ ასევე: