16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოებიაქტიურად მიმდინარეობს.
"მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ივნისს, დღის 13:00 საათიდან 17 ივნისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის III მიკრორაიონს, I მიკრორაიონის ნაწილს, პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ნადირაძის, შავიშვილის, სანდრო ეულის და მიმდებარე ქუჩებს, ნუცუბიძის მიკრორაიონების და კვარტლების ნაწილს, შავგულიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს. სოფელი დიღიმის ქუცების ნაწილს - ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელ თხინვალას, ლისის დასახლებას, ერისთავის, დგებუაძის, გვარამაძის და მიმდებარე ქუჩებს.
წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, წიწამურსს და ქალაქ მცხეთას.
ზაჰესის ქუჩების ნაწილს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაქციაში.