პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი
Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ნელ-ნელა ხურ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტუ­რის მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თა 2 ჯგუფ­ში. თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ხი­ლეთ, ნამ­დვი­ლად და­ძა­ბულ, სა­ინ­ტე­რე­სო, უხვგო­ლი­ან ჩემ­პი­ო­ნატს გვპირ­დე­ბა.

ევრო 2024. A ჯგუ­ფი

  • გერ­მა­ნია- შოტ­ლან­დია 5:1

14 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ­მა თა­მაშ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტარ­ტი გა­ა­ლა­მა­ზა. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს იუ­ლი­ან ნა­გელსმა­ნის გუნ­დი, მაგ­რამ პირ­ველ­მა თა­მაშ­მა სკეპ­ტი­კო­სებს, წე­სით, არ­გუ­მენ­ტე­ბი მო­უს­პო. მას­პინ­ძე­ლი ნაკ­რე­ბი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე ჩან­და - რო­გორც იტყვი­ან, ცა და დე­და­მი­წა.

ბუნ­დეს­გუნ­დმა ნამ­დვი­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­ატ­რი­ა­ლა პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან და "მა­მა­ცი გუ­ლე­ბის­გან" არა­ფე­რი და­ტო­ვა. უსას­ტი­კეს მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბი მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­დას­ვლას ვერ ახერ­ხებ­და (სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­თაც რომ იყო, მა­ში­ნაც) და ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მათი გა­სა­ტა­ნიც გერ­მა­ნე­ლებ­მა (ან­ტო­ნიო რი­უ­დი­გე­რი) გა­ი­ტა­ნეს.

მა­ღა­ლი ტემ­პი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ამ მე­ტო­ქეს შეს­თა­ვა­ზა, დრო­დად­რო იც­ვლე­ბო­და ბურ­თის გო­რე­ბით და პო­ზი­ცი­უ­რი შე­ტე­ვე­ბით, რი­თაც მას­პინ­ძლე­ბი ძა­ლებს ზო­გავ­დნენ, თო­რემ ასე­თი პრე­სინ­გით თა­მა­ში 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

თა­მაშ­მა აჩ­ვე­ნა ისიც, რომ გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის სა­თა­და­რი­გო სკა­მიც არ ჩა­მორ­ჩე­ბა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბას. ბო­ლოს და ბო­ლოს, გოლი იმ ფეხ­ბურ­თელ­მაც (ემრე ჯანი) კი გა­ი­ტა­ნა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შემ­თხვე­ვით რომ მოხ­ვდა...

გო­ლე­ბი: 1:0 ვირტცი (10. კი­მი­ხის პა­სით), 2:0 მუ­სი­ა­ლა (19. ჰა­ვერტცის პა­სით), 3:0 ჰა­ვერტცი (45+1-პენ), 4:0 ფი­ულკ­რუ­გი (68), 4:1 რი­უ­დი­გე­რი (87-საკ. კარ­ში), 5:1 ემრე ჯანი (90+3. მი­უ­ლე­რის პა­სით)

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (უეფა-ს ვერ­სია): ჯა­მალ მუ­სი­ა­ლა

  • უნ­გრე­თი - შვე­ი­ცა­რია 1:3

ამ ჯგუ­ფის მე­ო­რე მატ­ჩი 15 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რებ­მა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტთან, დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა მერ­ვე­დფი­ნა­ლის­კენ და აჩ­ვე­ნა, რომ ფა­ვო­რი­ტე­ბის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხი იქ­ნე­ბა. მუ­რატ ია­კი­ნის გუნდს პირ­ველ ტა­იმ­ში ულა­პა­რა­კო უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და, მა­შინ, როცა უნ­გრე­ლებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­დათ...

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლებ­მა მო­უ­მა­ტეს ტემპს, გვა­რი­ა­ნად შე­ა­წუ­ხეს მე­ტო­ქე და სხვა­ო­ბაც შე­ამ­ცი­რეს, თუმ­ცა, საკ­მა­რი­სი იყო წინ წა­სუ­ლებს ზურ­გი მო­ე­შიშ­ვლე­ბი­ნათ, რომ მყის­ვე და­ი­სა­ჯნენ - შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა ბრილ ემ­ბო­ლომ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა მცვე­ლის შეც­დო­მა და მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­სულ­მა სა­ბო­ლოო "გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა".

მე­ო­რე ტა­იმ­ში უნ­გრე­თის ნაკ­რებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ არც ისე­თი სუს­ტია, რო­გორც პირ­ველ ტა­იმ­ში გა­მოჩ­ნდა. ზო­გა­დად, დიდი ტურ­ნი­რე­ბის ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ არი­ან გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას უმა­ტე­ბენ და რამ­დე­ნად არის ეს მარ­კო რო­სის გუნ­დი, მე­ო­რე ტურ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

გო­ლე­ბი: 0:1 დუა (12. ები­შე­რის პა­სით), 0:2 ები­შე­რი (45. ფრო­ი­ლე­რის პა­სით), 1:2 ვარ­გა (66. სო­ბოს­ლა­ის პა­სით), 1:3 ემ­ბო­ლო (90+3)

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (უეფა-ს ვერ­სია): გრა­ნიტ ჯაკა

II ტური ამ ჯგიფ­ში 19 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა

გერ­მა­ნია-უნ­გრე­თი 20:00

შოტ­ლან­დია- შვე­ი­ცა­რია 23:00

ევრო 2024. B ჯგუ­ფი

  • ეს­პა­ნე­თი - ხორ­ვა­ტია 3:0

ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­მა პირ­წმინ­დად მო­უ­გო ხორ­ვა­ტი­ას პირ­ვე­ლი ტა­ი­მი, უფრო ზუს­ტად, მისი ბოლო 18-წუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მო­პო­ვე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მო­ან­დო­მა. თუმ­ცა იყო არა­ერ­თი მო­მენ­ტი, როცა ან­გა­რი­შის შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბო­და რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე მხრი­დან.

ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის ასე­თი თა­მა­ში თან სი­ურპრი­ზიც იყო და თან ვერც იმას ვი­ტყვით, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­და. ზლატ­კო და­ლი­ჩის გუნ­დი მო­ბე­რე­ბუ­ლია და "ახალ სის­ხლს" სა­ჭი­რო­ებს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ერთი და იმა­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით თა­მა­ში ხან­და­ხან უპი­რა­ტე­სო­ბას კი არა ახა­ლი იდე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნიშ­ნავს.

ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბი აშ­კა­რად შე­ნე­ლე­ბუ­ლია (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე გა­მოჩ­ნდა ეს­პა­ნეთ­თა მატჩში) და სწო­რედ ეს მო­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა "ფუ­რია რო­ხამ", რო­მელ­საც რგო­ლებს შო­რის სა­ნი­მუ­შო ურ­თი­ერთქმე­დე­ბა გა­მო­არ­ჩევ­და.

ჯერ მარ­ტო ფა­ბი­ან რუ­ი­სის პასი რად ღირ­და პირ­ვე­ლი გო­ლის (ალ­ვა­რო მო­რა­ტა) ეპი­ზოდ­ში... ან კი­დევ მე­სა­მე გოლი ავი­ღოთ, როცა მარ­ჯვე­ნა მცვე­ლი დანი კარ­ვა­ხა­ლი ცენ­ტრფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა.

და მა­ინც, მე­ო­რე ტა­იმ­ში ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რებს ჰქონ­და შან­სი, შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა სხვა­ო­ბა და ცო­ტა­თი მა­ინც და­ე­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ 11-მეტ­რი­ა­ნი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ბრუ­ნო პეტ­კო­ვიჩ­მა, ვი­საც და­მა­ტე­ბულ­ზე გოლი არ ჩა­უთ­ვა­ლეს.

გო­ლე­ბი: 1:0 მო­რა­ტა (27. ფა­ბი­ან რუ­ი­სის პა­სით), 2:0 ფა­ბი­ან რუ­ი­სი (32. პედ­რის პა­სით), 3:0 კარ­ვა­ხა­ლი (45+2. ია­მა­ლის პა­სით)

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (უეფა-ს ვერ­სია): ფა­ბი­ან რუ­ი­სი

  • იტა­ლია-ალ­ბა­ნე­თი 2:1

ამ ჯგუ­ფის მე­ო­რე მატ­ჩი მარ­თლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო. ევ­რო­პის მოქ­მედ­მა ჩემ­პი­ო­ნებ­მა უს­წრა­ფე­სი გოლი გა­უშ­ვეს.

...მატ­ჩის 23-ე წამი, ფე­დე­რი­კო დი­მარ­კო აუ­ტი­დან აწ­ვდის ბურთს სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მოს­თან... მაგ­რამ ამას ძა­ლი­ან ცუ­დად აკე­თებს და ნე­დიმ ბა­ი­რა­მი ხსნის ან­გა­რიშს.

ეს გოლი ყვე­ლა­ზე სწრა­ფია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

ნამ­დვი­ლი ცივი შხა­პი "სკუ­ად­რა აძუ­რას­თვის". იტა­ლია ბურთზე ფე­ხის და­უ­კა­რებ­ლად უშ­ვებს გოლს და მდევ­რის როლ­შია ჯგუ­ფის აუტ­სა­ი­დერ­თან სას­ტარ­ტო მატჩში...

მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე ჩად­გა კა­ლა­პოტ­ში - უკვე მე-16 წუ­თის­თვის ალე­სან­დრო ბას­ტო­ნი­სა და ნი­კო­ლო ბა­რე­ლას გო­ლე­ბით იტა­ლია წინ გა­დის. ალ­ბა­ნე­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან, ეი­ფო­რია ქრე­ბა, ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის გუნ­დი კი კო­ლო­სა­ლურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ უპი­რა­ტე­სო­ბას იღებს, მაგ­რამ...

...მაგ­რამ აქ ხდე­ბა უც­ნა­უ­რი რამ - იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი ათა­ვი­სუფ­ლებს მე­ტო­ქეს მარ­წუ­ხე­ბის­გან და გა­და­დის პო­ზი­ცი­ურ თა­მაშ­ზე. ალ­ბა­ნელ­თა კარ­თან აქა-იქ მო­მენ­ტე­ბი იქ­მნე­ბა, მაგ­რამ ან­გა­რი­ში უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

თა­მაშ­ზე ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლით "სკუ­ად­რა აძუ­რას" გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მიჰ­ყავს თა­მა­ში. იტა­ლია იდე­ა­ლუ­რი ვერ არის, მაგ­რამ არის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი - სას­ტარ­ტო მატჩში სპა­ლე­ტიმ რის­კზე წას­ვლა არ ისურ­ვა.

...თუმ­ცა იყო ერთი მო­მენ­ტი თა­მა­შის ბო­ლოს, როცა იტა­ლი­ელ გულ­შე­მატ­კივ­რებს ძარ­ღვებ­ში სის­ხლი გა­ე­ყი­ნათ - რეი მა­ნაი კა­რი­დან გა­მო­ვარ­დნილ ჯან­ლუ­ი­ჯი დო­ნა­რუ­მას­თან პი­რის­პირ რჩე­ბა, მაგ­რამ ბურ­თი მე­კა­რეს ხვდე­ბა, მერე კარს სცდე­ბა და ეს ბოლო საფრ­თხეც გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია - 2:1.

გო­ლე­ბი: 0:1 ბა­ი­რა­მი (1), 1:1 ბას­ტო­ნი (11. პე­ლეგ­რი­ნის პა­სით), 2:1 ბა­რე­ლა (16)

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (უეფა-ს ვერ­სია): ფე­დე­რი­კო კი­ე­ზა

II ტური

19 ივ­ნი­სი, 17:00

ხორ­ვა­ტია- ალ­ბა­ნე­თი

20 ივ­ნი­სი, 23:00

ეს­პა­ნე­თი - იტა­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი

Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი

ევროპის ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება. პირველი ტურის მატჩები გაიმართა 2 ჯგუფში. თამაშები, რომლებიც ვიხილეთ, ნამდვილად დაძაბულ, საინტერესო, უხვგოლიან ჩემპიონატს გვპირდება.

ევრო 2024. A ჯგუფი

  • გერმანია- შოტლანდია 5:1

14 ივნისს, გერმანიის ნაკრების შესანიშნავმა თამაშმა ევროპის ჩემპიონატის სტარტი გაალამაზა. ძნელი სათქმელია, როგორ გააგრძელებს იულიან ნაგელსმანის გუნდი, მაგრამ პირველმა თამაშმა სკეპტიკოსებს, წესით, არგუმენტები მოუსპო. მასპინძელი ნაკრები იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ჩანდა - როგორც იტყვიან, ცა და დედამიწა.

ბუნდესგუნდმა ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა პირველივე წუთებიდან და "მამაცი გულებისგან" არაფერი დატოვა. უსასტიკეს მარწუხებში მოქცეული შოტლანდიის ნაკრები მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა (სრული შემადგენლობითაც რომ იყო, მაშინაც) და ნიშანდობლივია, რომ მათი გასატანიც გერმანელებმა (ანტონიო რიუდიგერი) გაიტანეს.

მაღალი ტემპი, რომელიც გერმანიამ მეტოქეს შესთავაზა, დროდადრო იცვლებოდა ბურთის გორებით და პოზიციური შეტევებით, რითაც მასპინძლები ძალებს ზოგავდნენ, თორემ ასეთი პრესინგით თამაში 90 წუთის განმავლობაში წარმოუდგენელია.

თამაშმა აჩვენა ისიც, რომ გერმანიის ნაკრების სათადარიგო სკამიც არ ჩამორჩება ძირითად შემადგენლობას. ბოლოს და ბოლოს, გოლი იმ ფეხბურთელმაც (ემრე ჯანი) კი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით რომ მოხვდა...

გოლები: 1:0 ვირტცი (10. კიმიხის პასით), 2:0 მუსიალა (19. ჰავერტცის პასით), 3:0 ჰავერტცი (45+1-პენ), 4:0 ფიულკრუგი (68), 4:1 რიუდიგერი (87-საკ. კარში), 5:1 ემრე ჯანი (90+3. მიულერის პასით)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე (უეფა-ს ვერსია): ჯამალ მუსიალა

  • უნგრეთი - შვეიცარია 1:3

ამ ჯგუფის მეორე მატჩი 15 ივნისს გაიმართა, რომელშიც შვეიცარიის ნაკრებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტთან, დიდი ნაბიჯი გადადგა მერვედფინალისკენ და აჩვენა, რომ ფავორიტებისთვისაც სერიოზული თავსატეხი იქნება. მურატ იაკინის გუნდს პირველ ტაიმში ულაპარაკო უპირატესობა ჰქონდა, მაშინ, როცა უნგრელებს აბსოლუტურად არაფერი გამოსდიოდათ...

მეორე ნახევარში აღმოსავლეთ ევროპელებმა მოუმატეს ტემპს, გვარიანად შეაწუხეს მეტოქე და სხვაობაც შეამცირეს, თუმცა, საკმარისი იყო წინ წასულებს ზურგი მოეშიშვლებინათ, რომ მყისვე დაისაჯნენ - შეცვლაზე შესულმა ბრილ ემბოლომ კარგად გამოიყენა მცველის შეცდომა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო "განაჩენი გამოიტანა".

მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა აჩვენა, რომ არც ისეთი სუსტია, როგორც პირველ ტაიმში გამოჩნდა. ზოგადად, დიდი ტურნირების ისტორია გვასწავლის, რომ არიან გუნდები, რომლებიც ჩემპიონატის მსვლელობისას უმატებენ და რამდენად არის ეს მარკო როსის გუნდი, მეორე ტურში გამოჩნდება.

გოლები: 0:1 დუა (12. ებიშერის პასით), 0:2 ებიშერი (45. ფროილერის პასით), 1:2 ვარგა (66. სობოსლაის პასით), 1:3 ემბოლო (90+3)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე (უეფა-ს ვერსია): გრანიტ ჯაკა

II ტური ამ ჯგიფში 19 ივნისს გაიმართება

გერმანია-უნგრეთი 20:00

შოტლანდია- შვეიცარია 23:00

ევრო 2024. B ჯგუფი

  • ესპანეთი - ხორვატია 3:0

ესპანეთის ნაკრებმა პირწმინდად მოუგო ხორვატიას პირველი ტაიმი, უფრო ზუსტად, მისი ბოლო 18-წუთიანი მონაკვეთი და მეორე ნახევარი მოპოვებულის შენარჩუნებას მოანდომა. თუმცა იყო არაერთი მომენტი, როცა ანგარიშის შეცვლა შეიძლებოდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

ხორვატიის ნაკრების ასეთი თამაში თან სიურპრიზიც იყო და თან ვერც იმას ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდა. ზლატკო დალიჩის გუნდი მობერებულია და "ახალ სისხლს" საჭიროებს. წლების განმავლობაში თითქმის ერთი და იმავე შემადგენლობით თამაში ხანდახან უპირატესობას კი არა ახალი იდეების ნაკლებობას ნიშნავს.

ხორვატიის ნაკრები აშკარად შენელებულია (ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა ესპანეთთა მატჩში) და სწორედ ეს მომენტი გამოიყენა "ფურია როხამ", რომელსაც რგოლებს შორის სანიმუშო ურთიერთქმედება გამოარჩევდა.

ჯერ მარტო ფაბიან რუისის პასი რად ღირდა პირველი გოლის (ალვარო მორატა) ეპიზოდში... ან კიდევ მესამე გოლი ავიღოთ, როცა მარჯვენა მცველი დანი კარვახალი ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა.

და მაინც, მეორე ტაიმში ხორვატიის ნაკრებს ჰქონდა შანსი, შეემცირებინა სხვაობა და ცოტათი მაინც დაეძაბა ვითარება, მაგრამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა ბრუნო პეტკოვიჩმა, ვისაც დამატებულზე გოლი არ ჩაუთვალეს.

გოლები: 1:0 მორატა (27. ფაბიან რუისის პასით), 2:0 ფაბიან რუისი (32. პედრის პასით), 3:0 კარვახალი (45+2. იამალის პასით)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე (უეფა-ს ვერსია): ფაბიან რუისი

  • იტალია-ალბანეთი 2:1

ამ ჯგუფის მეორე მატჩი მართლაც მოულოდნელად დაიწყო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა უსწრაფესი გოლი გაუშვეს.

...მატჩის 23-ე წამი, ფედერიკო დიმარკო აუტიდან აწვდის ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან... მაგრამ ამას ძალიან ცუდად აკეთებს და ნედიმ ბაირამი ხსნის ანგარიშს.

ეს გოლი ყველაზე სწრაფია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

ნამდვილი ცივი შხაპი "სკუადრა აძურასთვის". იტალია ბურთზე ფეხის დაუკარებლად უშვებს გოლს და მდევრის როლშია ჯგუფის აუტსაიდერთან სასტარტო მატჩში...

მაგრამ ყველაფერი მალევე ჩადგა კალაპოტში - უკვე მე-16 წუთისთვის ალესანდრო ბასტონისა და ნიკოლო ბარელას გოლებით იტალია წინ გადის. ალბანელები დაბნეულები არიან, ეიფორია ქრება, ლუჩანო სპალეტის გუნდი კი კოლოსალურ ფსიქოლოგიურ უპირატესობას იღებს, მაგრამ...

...მაგრამ აქ ხდება უცნაური რამ - იტალიის ნაკრები ათავისუფლებს მეტოქეს მარწუხებისგან და გადადის პოზიციურ თამაშზე. ალბანელთა კართან აქა-იქ მომენტები იქმნება, მაგრამ ანგარიში უცვლელი რჩება.

თამაშზე ტოტალური კონტროლით "სკუადრა აძურას" გამარჯვებამდე მიჰყავს თამაში. იტალია იდეალური ვერ არის, მაგრამ არის დამაჯერებელი - სასტარტო მატჩში სპალეტიმ რისკზე წასვლა არ ისურვა.

...თუმცა იყო ერთი მომენტი თამაშის ბოლოს, როცა იტალიელ გულშემატკივრებს ძარღვებში სისხლი გაეყინათ - რეი მანაი კარიდან გამოვარდნილ ჯანლუიჯი დონარუმასთან პირისპირ რჩება, მაგრამ ბურთი მეკარეს ხვდება, მერე კარს სცდება და ეს ბოლო საფრთხეც განეიტრალებულია - 2:1.

გოლები: 0:1 ბაირამი (1), 1:1 ბასტონი (11. პელეგრინის პასით), 2:1 ბარელა (16)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე (უეფა-ს ვერსია): ფედერიკო კიეზა

II ტური

19 ივნისი, 17:00

ხორვატია- ალბანეთი

20 ივნისი, 23:00

ესპანეთი - იტალია