ავტორი:

"ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს, მან იცის რომ..." - ქეით მიდლტონი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, საზოგადოებას მიმართავს

"ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს, მან იცის რომ..." - ქეით მიდლტონი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, საზოგადოებას მიმართავს

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ამბობს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი პროგრესულად მიდის. ის შაბათს ღონისძიებასაც დაესწრება და ეს იქნება პრინცესას პირველი საჯარო გამოჩენა დიაგნოზის დასმის შემდეგ.

  • პრინცესა განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მკურნალობა გრძელდება და პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.

"ფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვარ. ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს, მან იცის რომ არის ცუდი და კარგი დღეები, იმ ცუდ დღეებში თავს სუსტად, დაღლილად გრძნობთ, მაგრამ არის კარგი დღეებიც, როცა თავს უფრო ძლიერად გრძნობთ და ამ დროს გსურს მაქსიმალურად ისარგებლო იმით, რომ კარგად ხარ.

ვსწავლობ, როგორ ვიყო უფრო მომთმენი, მივიღო ყოველი დღე ისეთად, როგორიც არის“, - ამბობს ქეითი.

  • პრინცესამ მადლობა გადაუხადა ასევე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თბილი წერილებისთვის. მისი თქმით, ადამიანების კეთილი სურვილები აძლიერებს.

ცნობისთვის, ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე თვეების განმავლობაში არ ჩანდა. 2024 წლის იანვარში კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ პრინცესამ "მუცლის ღრუს ოპერაცია" გაიკეთა. მას შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი შეთქმულების თეორია. მედია იმასაც წერდა, რომ ქეითს უილიამმა უღალატა, ხოლო როცა ეს ამბავი პრინცესამ შეიტყო, ის სასახლიდან გაიქცა. ამ ყველაფრის შემდეგ, პრინცესამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობდა და სწორედ ეს იყო "გაუჩინარების მიზეზი".