სამედიცინო სფეროში, მუდმივად ცვალებადი რეგულაციების ფონზე, აუცილებელი და ძალიან საპასუხისმგებლოა პროდუქციის სწორად შერჩევა.
პირველ რიგში, სამედიცინო პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს, მომწოდებელი კომპანია კი უნდა იყოს სანდო და ხარისხზე ორიენტირებული, როგორც პროდუქციის ჭრილში, ასევე იმ სერვისების, რომელსაც ის ახორციელებს.
2014 წლიდან დღემდე, სამედიცინო პროდუქციის და სერვისების მომწოდებელმა კომპანია 4Hospitals-მა შეძლო, რომ დაეკავებინა წამყვანი პოზიციები, დაემკვიდრებინა საკუთარი უნიკალური ნიშა ადგილობრივ ბაზარზე, ჰყოლოდა ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორები მსოფლიოს ყველა წერტილის წამყვანი სამედიცინო კომპანიებიდან.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/NNzC4Jwnmlc?si=NK_znbsx7SOXsO2p" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
არაერთ წარმატებულ ბრენდთან პარტნიორობით, დღეს 4ჰოსპიტალს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 3000-ზე მეტი პროდუქტით უწყვეტად ამარაგებს 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
მისი სწრაფვით ინოვაციებისკენ, პორტფელში არსებული ყველაზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, სწრაფი და უწყვეტი მომარაგებით, პროფესიონალ ინჟინერთა გუნდით, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კომპანიებთან პარტნიორობით, მუდმივად მზარდი, მაღალკვალიფიციური გუნდით და სხვა მრავალი შემადგენელი კომპონენტით, 4Hospitals-ს ლიდერი კომპანიების ხუთეულში გამორჩეული ადგილი უკავია.
რაც მთავარია, პროდუქციის შერჩევა შეგიძლიათ როგორც კომპანიის ვებგვერდიდან, ასევე მისი განახლებული შოუ-რუმიდან, რომელშიც პროდუქცია განლაგებულია ისე, რომ იქმნება პალატებისა და საოპერაციო ოთახების იმიტაცია, რაც შესაძლებლობას გაძლევთ უკეთ აღიქვათ პროდუქტი, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და შეძლოთ ადგილზე ტესტირება.
4Hospitals არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
პროდუქციის და სიახლეების სანახავად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/
სტატიის ავტორი: ქეთევან ქოქიაშვილი
R