ავტორი:

პუტინის ასახელებს პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაში უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს - "ჩვენ პირობები მარტივია"

პუტინის ასახელებს პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაში უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს - "ჩვენ პირობები მარტივია"

უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო პირობებია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა და კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია - უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას“, - აღნიშნა პუტინმა.

მან ისაუბრა დასავლეთზე და აღნიშნა, რომ დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნობამ მსოფლიო დაუბრუნებლობის წერტილს მიუახლოვა.

„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. საბოლოო ჯამში, დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია დღევანდელი უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ჩვენ დაუშვებლად მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, „დასავლელი პოლიტიკოსების უზომო ავანტიურიზმზე მეტყველებს“.

პუტინის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისის და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისი გაგრძელდეს.

”სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისის, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

წაიკითხეთ ასევე: