სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სელინ დიონის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ “ის დაბრუნდა”
სელინ დიონის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ “ის დაბრუნდა”

სე­ლი­ონ დი­ო­ნის სა­კულ­ტო ხმის მოს­მე­ნის იმე­დი ფა­ნებს თით­ქმის გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­დათ. "უკვე დიდი ხა­ნია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­თან ვიბ­რძვი," - მან ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში თქვა, - "ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს", - გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, დი­ონ­მა მსოფ­ლიო ტურ­ნეს დარ­ჩე­ნილ ნა­წილ­ზე უარი თქვა და მას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და.

მისი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ხელ­წო­დე­ბა Stiff Person Syndrome-ია (SPS), ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც კუნ­თე­ბის სპაზმს იწ­ვევს. ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში სე­ლი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გენ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

56 წლის მომ­ღე­რა­ლი იმ სტრესს აღ­წერს, რო­მელ­საც რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­ნიც­დი­და, რო­დე­საც ტურ­ნეს დროს მის ხმა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ჩნე­ვა და­ი­წყო.

"უბ­რა­ლოდ, ცოტა უც­ნა­უ­რად ვგრძნობ­დი თავს, რო­გორც პა­ტა­რა სპაზ­მის დროს”, - ამ­ბობს კა­ნა­დე­ლი ვარ­სკვლა­ვი, - "ჩემს ხმას უჭირ­და, ცოტა ძა­ლის და­ტა­ნე­ბას ვი­წყებ­დი".

დრო­დად­რო, ის თა­ვი­სი აკომ­პა­ნე­მენ­ტის დი­რი­ჟორს სთხოვ­და, რამ­დე­ნი­მე შეს­რუ­ლე­ბის­თვის სიმ­ღე­რე­ბი უფრო და­ბალ ტო­ნა­ლო­ბა­ში და­ე­წია: "უნდა მო­მე­ძებ­ნა გზა სცე­ნა­ზე ყოფ­ნის­თვის”, - ამ­ბობს ის. იმე­დოვ­ნებ­და, რომ და­ბალ ტო­ნა­ლო­ბა­ში სიმ­ღე­რა მის ხმას აღ­დგე­ნის შანსს მის­ცემ­და.

სე­ლი­ნი ამ­ბობს, რომ იმ დროს შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნდა შეს­ვე­ნე­ბის აღე­ბა. "შო­უ­ე­ბი ერთი წლი­სა და ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უკვე გა­ყი­დუ­ლი იყო. რა უნდა მეთ­ქვა ხალ­ხის­თვის, ბო­დი­ში ჩემი სპაზ­მის გამო?"

მის­მა სა­ბო­ლოო დი­აგ­ნოზ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რომ ეს ტურ­ნეს გამო გა­დაღ­ლი­ლო­ბა არ იყო, არა­მედ, საქ­მე ქრო­ნი­კულ კონ­დი­ცი­ას­თან ჰქონ­და. SPS ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ცნო­ბი­ლი არ არის. ის გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ნერ­ვე­ბი­დან კუნ­თე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი სიგ­ნა­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ მუ­შა­ობს. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ეპი­ზო­დის დროს, სპაზ­მე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ ის ძლივს მოძ­რა­ობს.

შეს­რუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ში, სე­ლი­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, ფი­ზი­კუ­რი თე­რა­პი­ი­თა და ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­და ადაპ­ტი­რე­ბას. მისი ექი­მის, ამან­და პი­კეს თქმით, სე­ლი­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან ერ­თად იცხოვ­რებს, მაგ­რამ თე­რა­პია, რო­მელ­საც ის კუნ­თე­ბის სპაზ­მე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად გა­დის, მას სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას კვლავ მის­ცემს.

"ჩემი ხმა აღ­დგე­ბა", - ამ­ბობს სე­ლი­ნი. "ვგუ­ლის­ხმობ, რომ ეს პრო­ცე­სი უკვე გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ და­ი­წყო. ჩემი ხმა ამ წუ­თებ­შიც, როცა ვსა­უბ­რობთ, აღ­დგე­ნის პრო­ცეს­შია."

ფა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ ნა­ხონ, თუ რო­გორ იმოქ­მე­და მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­მა მის ცხოვ­რე­ბა­ზე ახალ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში სა­ხელ­წო­დე­ბით I Am: Celine Dion. მომ­ღე­რა­ლი ლას-ვე­გას­ში ახა­ლი შო­უს­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"ამ შოუს მო­სამ­ზა­დებ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, რად­გან მე დავ­ბრუნ­დი", - აღ­ნიშ­ნავს ის, - "სცე­ნა­ზე ვიქ­ნე­ბი. არ ვიცი, ზუს­ტად რო­დის, მაგ­რამ მენ­დეთ, ამას ხმა­მაღ­ლა და­ვიყ­ვი­რებ. ერთი სული მაქვს".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სელინ დიონის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ “ის დაბრუნდა”

სელინ დიონის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ “ის დაბრუნდა”

სელიონ დიონის საკულტო ხმის მოსმენის იმედი ფანებს თითქმის გადაწურული ჰქონდათ. "უკვე დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემებთან ვიბრძვი," - მან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში 2022 წლის დეკემბერში თქვა, - "ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დარღვევის დიაგნოზი დამისვეს", - განცხადების შემდეგ, დიონმა მსოფლიო ტურნეს დარჩენილ ნაწილზე უარი თქვა და მას შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა.

მისი ნაკლებად ცნობილი დაავადების სამედიცინო სახელწოდება Stiff Person Syndrome-ია (SPS), ნევროლოგიური დაავადება, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. ახალ ინტერვიუში სელინი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ეს დაავადება დაუდგენლად მიმდინარეობდა.

56 წლის მომღერალი იმ სტრესს აღწერს, რომელსაც როგორც შემსრულებელი განიცდიდა, როდესაც ტურნეს დროს მის ხმაში ცვლილებების შემჩნევა დაიწყო.

"უბრალოდ, ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს, როგორც პატარა სპაზმის დროს”, - ამბობს კანადელი ვარსკვლავი, - "ჩემს ხმას უჭირდა, ცოტა ძალის დატანებას ვიწყებდი".

დროდადრო, ის თავისი აკომპანემენტის დირიჟორს სთხოვდა, რამდენიმე შესრულებისთვის სიმღერები უფრო დაბალ ტონალობაში დაეწია: "უნდა მომეძებნა გზა სცენაზე ყოფნისთვის”, - ამბობს ის. იმედოვნებდა, რომ დაბალ ტონალობაში სიმღერა მის ხმას აღდგენის შანსს მისცემდა.

სელინი ამბობს, რომ იმ დროს შეუძლებლად მიაჩნდა შესვენების აღება. "შოუები ერთი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით უკვე გაყიდული იყო. რა უნდა მეთქვა ხალხისთვის, ბოდიში ჩემი სპაზმის გამო?"

მისმა საბოლოო დიაგნოზმა გააცნობიერებინა, რომ ეს ტურნეს გამო გადაღლილობა არ იყო, არამედ, საქმე ქრონიკულ კონდიციასთან ჰქონდა. SPS ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის მკურნალობის საშუალება ცნობილი არ არის. ის გამოწვეულია იმით, რომ ნერვებიდან კუნთებისკენ მიმავალი სიგნალები სათანადოდ არ მუშაობს. განსაკუთრებით მძიმე ეპიზოდის დროს, სპაზმები იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ ის ძლივს მოძრაობს.

შესრულების გარეშე გატარებულ პერიოდში, სელინი მედიკამენტებით, ფიზიკური თერაპიითა და ექსპერტების დახმარებით ცდილობდა ადაპტირებას. მისი ექიმის, ამანდა პიკეს თქმით, სელინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ მდგომარეობასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ თერაპია, რომელსაც ის კუნთების სპაზმების შესამცირებლად გადის, მას სცენაზე გამოსვლის საშუალებას კვლავ მისცემს.

"ჩემი ხმა აღდგება", - ამბობს სელინი. "ვგულისხმობ, რომ ეს პროცესი უკვე გარკვეული ხნის წინ დაიწყო. ჩემი ხმა ამ წუთებშიც, როცა ვსაუბრობთ, აღდგენის პროცესშია."

ფანები შეძლებენ ნახონ, თუ როგორ იმოქმედა მომღერლის ჯანმრთელობის პრობლემებმა მის ცხოვრებაზე ახალ დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით I Am: Celine Dion. მომღერალი ლას-ვეგასში ახალი შოუსთვის ემზადება.

"ამ შოუს მოსამზადებლად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან მე დავბრუნდი", - აღნიშნავს ის, - "სცენაზე ვიქნები. არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ მენდეთ, ამას ხმამაღლა დავიყვირებ. ერთი სული მაქვს".

წყარო