პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტია" და რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ" - აშშ-ის ელჩი
"ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტია" და რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ" - აშშ-ის ელჩი

სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რას ნიშ­ნავს, გახ­დე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშ­ნავს სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბა­ზე უა­რის თქმას, რაც სრუ­ლი სიც­რუ­ეა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, რო­ბინ და­ნი­გან­მა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი პრო­ექ­ტის „საბ­ჭო­თა მეხ­სი­ე­რე­ბა“ სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა პრო­ექ­ტის, რო­გორც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვრცელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი აცხა­დებს, რომ ჩვენ ვართ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია და თით­ქოს ვცდი­ლობთ რე­ვო­ლუ­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში, თით­ქოს ჩვენ გვაქვს ბო­რო­ტი ზრახ­ვე­ბი. ნამ­დვი­ლად გულ­და­სა­წყვე­ტია ამის მოს­მე­ნა. რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი ის­ტო­რია 32 წელ­ზე მე­ტია არის ხალ­ხებს შო­რის ძლი­ე­რი კავ­ში­რე­ბის ის­ტო­რია, ამე­რი­კე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში პარტნი­ო­რო­ბის ის­ტო­რია, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის გა­ზი­ა­რე­ბის ის­ტო­რია, ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ის­ტო­რია. 32 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს 6 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ეთ“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ ერ­თგუ­ლია ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბის მი­მართ.

"გულ­სატ­კე­ნი და იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია ნა­რა­ტი­ვის მოს­მე­ნა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სი­მარ­თლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თის და­ხატ­ვას. მინ­და გა­ვი­მე­ო­რო აშშ-ს ერ­თგუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბის მი­მართ გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, გა­აძ­ლი­ე­როს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ტრა­ექ­ტო­რია. ეს არის მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, ეს არის მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­ზეც ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობთ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს არის მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რა­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტია" და რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ" - აშშ-ის ელჩი

"ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტია" და რევოლუციის წახალისებას ვცდილობთ" - აშშ-ის ელჩი

საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც სრული სიცრუეა , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა პროექტის, როგორც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების მნიშვნელობაზე.

"სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ.

"გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს“, - აღნიშნა ელჩმა.