ავტორი:

"ჩემს საქმეს რა შერლოკ ჰოლმსი სჭირდება და რა აგათა კრისტი, კადრში ჩანს ვინც მირტყამს - ევროპაც გააოცეს დემოკრატიით და მეც ერთ კვირაში სამჯერ მცემეს" - ელისაშვილი

"ჩემს საქმეს რა შერლოკ ჰოლმსი სჭირდება და რა აგათა კრისტი, კადრში ჩანს ვინც მირტყამს - ევროპაც გააოცეს დემოკრატიით და მეც ერთ კვირაში სამჯერ მცემეს" - ელისაშვილი

ჩემს საქმეს რა შერლოკ ჰოლმსი სჭირდება, რა გამოძიება და რა აგათა კრისტი, კადრში ჩანს, ვინც მირტყამს, რა უნდა ამის გარკვევას, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭეს, რომ საქმის მასალებზე წვდომა არ ჰქონდეს.

"დაზარალებულად არ მცნეს, "ტვ პირველმა“ რაც გაავრცელა, იმ კადრებში ჩანს, სახელმწიფო კანცელარიასთან, ათეულობით პოლიციელი დგას, შემათრიეს, ხან დაგდებულს მირტყამენ, ხან ამაყენებენ, ისე მირტყამენ, სახეზე ჩანს რამდენიმე ტიპი. საქმე აღძრეს, რადგან ისეთი ფაქტი იყო, ხელის გულზე ჩანდა ყველაფერი. არც ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, არც არავინ გამოუკითხავთ პოლიციის მხრიდან - ამბობენ, პოლიციას მივწერეთ, კადრში პოლიციელები რომ ჩანან, ვინ არიანო და ჯერ არ უპასუხიათო. დაზარალებულად არ მცნობენ, რომ მცნონ, ყველა მასალაზე წვდომა უნდა მქონდეს. წარმოიდგინეთ რა სასაცილოა, ამ ერთი კადრით ხელმძღვანელობდნენ, მე და ჩემი ადვოკატი რომ მივედით, ვუთხარით, საქართველოში ყველაზე დაცული სამთავრობო შენობა სახელმწიფო კანცელარიაა, 10 000 კამერა აქვს გარშემო, ღამეც რომ ხედავს, დღეც, ამოიღეთ ჩანაწერი და ნახეთ-მეთქი. ერთადერთი ჩანაწერი ამოიღეს, მთელი დღეა ვხუმრობ, ძმებმა ლუმიერებმა რომ კინო მოიგონეს და პირველი კინოაპარატი, აჩქარებული ხალხი რომ დადიოდა სწრაფ-სწრაფად, ის გაცილებით მაგარი ხარისხისაა, ვიდრე 5-წამიანი კადრი, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა და სადაც არაფერი ჩანს.

არადა ისეთი მძიმე მუხლითაა საქმე აღძრული, რომ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს - მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმა, განზრახ თავდასხმა, იმუნიტეტი მიცავდა და ეს ხომ საშინელი ამბავია, ორგანიზებული, ჯგუფური, ძალაუფლების გადამეტება, ჩამოხრჩობა არ არის, თორემ ჩამოხრჩობას რომ უნდა ითვალისწინებდეს, ისეთი მუხლია და ვერ გაარკვიეს პოლიციელები, რომლებიც კადრებში ჩანან, ვინ არიან. ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნეს, რადგან მისი ჩაფარცხვა ძალიან მარტივია, არც ხაბეიშვილს ახსოვს ისინი, ვინც ურტყამდა, არც კადრებია. კადრებია, რომ შერბის და მერე ვნახეთ, როგორი ნაცემი იყო, თორემ ხაბეიშვილიც ვერ ამოიცნობს ვერც ერთ პოლიციელს, დარწმუნებული ვარ, ნიღბიანები ურტყამდნენ. მეც არ მახსოვს, კადრები ვნახე, თორემ ძირს რომ გდიხარ და 20 კაცი გირტყამს, თავი რომ წამოვწიე, სად ვიყავი, ისიც არ ვიცოდი, ამოცნობითაც ვერ ამოვიცნობ, მაგრამ კადრებია, ამიტომ ცნეს ხაბეიშვილი დაზარალებულად და მე არ მცნეს. აბა რა დავარქვა, რანაირი გამოძიებაა ეს? ჩემს მერე ბევრი სცემეს, ორი დეპუტატი გვცემეს, რომელთაც იმუნიტეტი გვიცავს, ჩემი დაკავების უფლებაც არ ჰქონდათ, დაკავების ოქმი შემიდგინეს და ა.შ. სკოლის ბავშვები სცემეს, ერთი რომ სცემეს, იქით ბრალი წარუდგინეს, ასე ბანდიტები იქცევიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიციელი, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდა და ურტყამდა, უმკაცრესად დაისაჯოს.

"უდანაშაულო და არაფერში რომ არ მონაწილეობდა, ისეთზე არ ვამბობ, ვინც მონაწილეობდა, ბრძანების გამცემიდან ბრძანების აღმსრულებლამდე, არავის მიმართ არ ვიქნები ჰუმანური, ერთ-ერთი ჩემი მიზანი იქნება, ეს ტიპები სამაგალითოდ დაისაჯონ, რომ დანარჩენმა პოლიციელებმა იცოდნენ, ასე ბედნიერი კი არ უნდა ურტყამდე ბავშვებს, ქალებს და თმებით ათრევდე. დეპუტატს რომ ურტყამ, როცა იცი, იმუნიტეტი იცავს, დაცვის კონსტიტუციური გარანტიები რომ აქვს და ფეხებზე გკიდია, დემონსტრაციულად აკეთებ ამას. ადამიანი, რომელიც დგას, აფხაზეთზე გელაპარაკება, ქაცარავას ვგულისხმობ, რომ დაავლეს ხელი და ურტყეს, ასეთ ჯანზე რომ არ იყოს ქაცარავა, ნებისმიერი შემოაკვდებოდათ ალბათ. ვის აქვს გარანტია, რომ ვინმესთან მიმართებაში მოზომავენ? სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, დღემდე არ გამნელებია მის მიმართ დამოკიდებულება, პირადად მე არავის ვუცემივარ, მაგრამ ვენაცვალე ამ მთავრობას, რომ გააოცეს დემოკრატია და მეც მათ შორის, მათი გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი და მივიღეთ ის, რომ ევროპაც გააოცეს დემოკრატიით და მეც ერთ კვირაში სამჯერ მცემეს. სააკაშვილი პირადად არ შემხებია მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვაკრიტიკებდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.