მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიანგი, რომელიც ავსტრალიაში მთელ ქალაქს ატერორებდა, მოსახლეობამ მოკლა და შეჭამა
ნიანგი, რომელიც ავსტრალიაში მთელ ქალაქს ატერორებდა, მოსახლეობამ მოკლა და შეჭამა

ოთხშა­ბათს პო­ლი­ცი­ამ ავ­სტრა­ლი­ის ქა­ლაქ ბუ­ლა­ში მოკ­ლა ნი­ან­გი, რო­მე­ლიც ქა­ლაქს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 3,6- მეტ­რი­ან­მა ნი­ან­გმა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი შე­ჭა­მა და ბავ­შვე­ბი­საც დას­დევ­და. ცხო­ვე­ლის მოკ­ვლის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა იგი "ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით მო­ამ­ზა­დეს წვე­უ­ლე­ბის­თვის" და შე­ჭა­მეს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ABC-სთან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ცი­ის სერ­ჟან­ტმა ენ­დრიუ მაკბ­რა­იდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ნი­ან­გის კუ­დის წვნი­ა­ნი მო­ამ­ზა­დეს, დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბის­გან კი მწვა­დი შეწ­ვეს, ზოგი კი ბა­ნა­ნის ფო­ტო­ში გა­ახ­ვი­ეს და მო­ხარ­შეს".

ავ­სტრა­ლი­ა­ში ნი­ან­გებ­ზე ნა­დი­რო­ბა კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. ჩრდი­ლო­ეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 100,000 ნი­ან­გი ცხოვ­რობს. ტე­რი­ტო­რი­ის ვებ­სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ნი­ან­გე­ბი ექვს მეტ­რამ­დე (20 ფუტი) იზ­რდე­ბი­ან, იწო­ნი­ან ტო­ნამ­დე და „ჭა­მენ ყვე­ლა­ფერს".

აპ­რილ­ში, ნი­ან­გმა 16 წლის ბიჭი შე­ჭა­მა. შემ­თხვე­ვა ჩრდი­ლო­ეთ კუ­ინზლენდში მოხ­და. ბიჭს ნავი გა­უ­ფუჭ­და და ნა­პირ­ზე გა­ცურ­ვას ცდი­ლობ­და. გა­სულ წელს, ნი­ან­გის მუც­ლი­დან 64 წლის მე­თევ­ზის ნაშ­თე­ბი ამო­ი­ღეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნიანგი, რომელიც ავსტრალიაში მთელ ქალაქს ატერორებდა, მოსახლეობამ მოკლა და შეჭამა

ნიანგი, რომელიც ავსტრალიაში მთელ ქალაქს ატერორებდა, მოსახლეობამ მოკლა და შეჭამა

ოთხშაბათს პოლიციამ ავსტრალიის ქალაქ ბულაში მოკლა ნიანგი, რომელიც ქალაქს რამდენიმე თვის განმავლობაში ატერორებდა. ადგილობრივების თქმით, 3,6- მეტრიანმა ნიანგმა შინაური ცხოველები შეჭამა და ბავშვებისაც დასდევდა. ცხოველის მოკვლის შემდეგ, ადგილობრივებმა იგი "ტრადიციული წესით მოამზადეს წვეულებისთვის" და შეჭამეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ABC-სთან საუბრისას პოლიციის სერჟანტმა ენდრიუ მაკბრაიდმა განაცხადა, რომ "ნიანგის კუდის წვნიანი მოამზადეს, დარჩენილი ნაწილებისგან კი მწვადი შეწვეს, ზოგი კი ბანანის ფოტოში გაახვიეს და მოხარშეს".

ავსტრალიაში ნიანგებზე ნადირობა კანონით იკრძალება. ბოლო წლების განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ახლა დაახლოებით 100,000 ნიანგი ცხოვრობს. ტერიტორიის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ მარილიანი წყლის ნიანგები ექვს მეტრამდე (20 ფუტი) იზრდებიან, იწონიან ტონამდე და „ჭამენ ყველაფერს".

აპრილში, ნიანგმა 16 წლის ბიჭი შეჭამა. შემთხვევა ჩრდილოეთ კუინზლენდში მოხდა. ბიჭს ნავი გაუფუჭდა და ნაპირზე გაცურვას ცდილობდა. გასულ წელს, ნიანგის მუცლიდან 64 წლის მეთევზის ნაშთები ამოიღეს.