მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიაში - ფოტოები იტალიიდან, სადაც ახლა ყველაზე "ცხელი" პოლიტიკური შეკრებაა
დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიაში - ფოტოები იტალიიდან, სადაც ახლა ყველაზე "ცხელი" პოლიტიკური შეკრებაა

იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ პუ­ლი­ა­ში დიდი შვი­დე­უ­ლის სა­მი­ტი ტარ­დე­ბა. რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, სა­მი­ტის მთა­ვა­რი სა­კი­თხე­ბი უკ­რა­ი­ნა და ღაზა იქ­ნე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, ლი­დე­რე­ბი უკვე მრგვალ მა­გი­დას მი­უს­ხდნენ, პირ­ვე­ლი დღის პირ­ვე­ლი სე­სი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კი აფ­რი­კას, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას და­ეთ­მო­ბა.

მრგვალ მა­გი­დას­თან იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ თა­ვის მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ დიდი შვი­დე­უ­ლი “ჩა­კე­ტი­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე” კი არა, არა­მედ “ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა კონ­ტე­ი­ნე­რია”, რაც “გვსურს, მსოფ­ლი­ოს­თვის გავ­ხსნათ”. მისი თქმით, მომ­დევ­ნო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მი­ტის გეგ­მებ­ში უკ­რა­ი­ნი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის გან­ხილ­ვა შე­დის.

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, პროგ­რე­სია იმ გეგ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის­თვის 50 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ეკუთ­ვნის და ის სა­ვა­რა­უ­დოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დიდი შვი­დე­უ­ლის სა­მი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ტკიც­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა კრე­დიტს 2024 წლის ბო­ლომ­დე მი­ი­ღებს.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ის სა­მიტ­ზე "მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს" ელო­დე­ბა. "სა­მი­ტის დიდი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნას, ჩვენს თავ­დაც­ვას და ეკო­ნო­მი­კურ მდგრა­დო­ბას მი­ე­ძღვნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ის.

რე­პორ­ტი­ო­რე­ბი პუ­ლი­ი­დან იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ლი­დე­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბა მო­უ­წევთ, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ, რომ­ლე­ბიც შეს­რუ­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ნო­ემ­ბერ­ში, დო­ნალდ ტრამ­პის თეთრ სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­მიტს ასე­ვე პირ­ვე­ლად და­ეს­წრე­ბა რო­მის პაპი - მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პაპი ფრან­ცის­კე ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­კი­თხზე ისა­უბ­რებს. 87 წლის პაპს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გლო­ბა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ად­რეც უსა­უბ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ეთი­კის­თვის მის საფრ­თხე­ებს შე­ე­ხო.

შე­გახ­სე­ნებთ, დიდი შვი­დე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს შვი­დი უდი­დე­სი, ე.წ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა.

მისი წევ­რე­ბი - კა­ნა­და, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ია­პო­ნია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი - ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთ მთა­ვარ სა­მიტ­ზე, გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად იკ­რი­ბე­ბი­ან.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბას რუ­სე­თი 1998 წელს შე­უ­ერ­თდა, რის შე­დე­გა­დაც ჯგუ­ფი დიდი რვი­ა­ნი გახ­და, მაგ­რამ ყი­რი­მის ანექ­სი­ის გამო, რუ­სე­თი 2014 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­დან გა­მო­რი­ცხეს.

მიმ­დი­ნა­რე წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იტა­ლი­აა, სწო­რედ ამი­ტომ, დიდი შვი­დე­უ­ლის სა­მი­ტი პუ­ლი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში ტარ­დე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიაში - ფოტოები იტალიიდან, სადაც ახლა ყველაზე "ცხელი" პოლიტიკური შეკრებაა

დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიაში - ფოტოები იტალიიდან, სადაც ახლა ყველაზე "ცხელი" პოლიტიკური შეკრებაა

იტალიაში, ქალაქ პულიაში დიდი შვიდეულის სამიტი ტარდება. როგორც უცხოური მედია იტყობინება, სამიტის მთავარი საკითხები უკრაინა და ღაზა იქნება.

ამ დროისთვის, ლიდერები უკვე მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ, პირველი დღის პირველი სესიის მოლაპარაკებები კი აფრიკას, კლიმატის ცვლილებასა და განვითარებას დაეთმობა.

მრგვალ მაგიდასთან იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ დიდი შვიდეული “ჩაკეტილი ციხესიმაგრე” კი არა, არამედ “ღირებულებათა კონტეინერია”, რაც “გვსურს, მსოფლიოსთვის გავხსნათ”. მისი თქმით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში, სამიტის გეგმებში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის განხილვა შედის.

უცხოური მედიის ცნობით, პროგრესია იმ გეგმების მიმართულებით, რომ რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოს. აღნიშნული წინადადება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის და ის სავარაუდოდ, ოფიციალურად დიდი შვიდეულის სამიტის განმავლობაში დამტკიცდება. უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის სამიტზე "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს" ელოდება. "სამიტის დიდი ნაწილი უკრაინას, ჩვენს თავდაცვას და ეკონომიკურ მდგრადობას მიეძღვნება", - აღნიშნავს ის.

რეპორტიორები პულიიდან იტყობინებიან, რომ არსებობს მოსაზრება, რომ ლიდერებს სწრაფად მოქმედება მოუწევთ, რომ უკრაინის მიმართ ვალდებულებები აიღონ, რომლებიც შესრულებადი იქნება მანამ, სანამ ნოემბერში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნდება გახდება შესაძლებელი.

სამიტს ასევე პირველად დაესწრება რომის პაპი - მოსალოდნელია, რომ პაპი ფრანცისკე ხელოვნური ინტელექტის საკითხზე ისაუბრებს. 87 წლის პაპს ხელოვნური ინტელექტის გლობალური რეგულაციის საჭიროებაზე ადრეც უსაუბრია, როდესაც ადამიანის უფლებებისა და ეთიკისთვის მის საფრთხეებს შეეხო.

შეგახსენებთ, დიდი შვიდეული მსოფლიოს შვიდი უდიდესი, ე.წ. განვითარებული ეკონომიკების გაერთიანებაა.

მისი წევრები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები - ყოველწლიურად, ერთ მთავარ სამიტზე, გლობალური მოვლენების განსახილველად იკრიბებიან.

გაერთიანებას რუსეთი 1998 წელს შეუერთდა, რის შედეგადაც ჯგუფი დიდი რვიანი გახდა, მაგრამ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთი 2014 წელს გაერთიანებიდან გამორიცხეს.

მიმდინარე წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე იტალიაა, სწორედ ამიტომ, დიდი შვიდეულის სამიტი პულიაში, იტალიაში ტარდება.

წყარო