"ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლს დაშორდა. ამის შესახებ ის ნიკოლოზ ხაჩიძესთან საუბრობს. გადაცემის ანონსში მსახიობი ამბობს, რომ წელიწადია ოჯახიდან წამოსულია.
- არ მჯეროდა მსახიობები რომ ამბობდნენ, რასაც ვთამაშობთ, ის მემართებაო. დავშორდით, წელიწადია წამოსული ვარ. ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა.
წყვილის სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანა გადაწყვიტა.
2013 წელს ჟურნალი "რეიტინგი" წერდა, რომ წყვილის ცხოვრებაში პრობლემები იყო, თუმცა უთანხმოება შერიგებით სრულდებოდა. მაშინ ყოჩიაშვილმა ჟურნალისტთან დაადასტურა, რომ შვიდთვიანი განშორების შემდეგ მეუღლეს შეურიგდა.