ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს - "საგანგაშოდ გაზრდილი დარიშხანის, ვერცხლისწყლის და ტყვიის მაჩვენებელი"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს - "საგანგაშოდ გაზრდილი დარიშხანის, ვერცხლისწყლის და ტყვიის მაჩვენებელი"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მომხდარზე სოციალურ ქსელში ცნობებს აქვეყნებენ მამულაშვილის თანამებრძოლები - პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და არჩილ ხოფერია. მათი თქმით, ორგანიზმში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები - დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა. ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები გერმანიაში მდებარე ლაბორატორიიდან მიიღეს.

როგორც ხაბაზი წერს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.

ეს დაუსჯელი არ დარჩება.

ვინც ეს ჩაიდინა, პასუხს უცილებლად აგებს!

ეს Mamuka Mamulashvili - ის ანალიზების პასუხია, საგანგაშოდ გაზრდილი დარიშხანის, ვერცხლისწყლის და ტყვიის მაჩვენებელი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.

არ ვიცი შემსრულებელი ვინ არის, საქართველოდან ჩანერგილი თუ მოღალატე უკრაინელი ნაძირალა, მაგრამ დამკვეთი რომ რუსეთის სპეცსამსახურებია, ეჭვი არ მეპარება.

რატომ მამუკა? იმიტომ, რომ მამუკა ქართველი მეომრების სული და გულია, იმიტომ, რომ მისი შექმნილი "ქართული ლეგიონი" წლებია ამწარებს ოკუპანტებს, იმიტომ, რომ მამუკა საქართველოს სახეა, შეუპოვარი მებრძოლი, დაუმორჩილებელი საქართველოს სახე.

დიახ, გამოძიება დაწყებულია და ამის ჩამდენი პასუხს აგებს, თანაც ძალიან მწარედ!

Georgian Legion - Грузинський Легіон ქართული ლეგიონი - გმირების ლეგიონია!" - წერს ხაბაზი.

არჩილ ხოფერია კი გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მამულაშვილის მოწამვლა ლეგიონის ბრძოლას ვერ შეაჩერებს:

"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. მაგრამ იგი ცოცხალია, აგრძელებს ბრძოლას, ლეგიონი აგრძელებს ბრძოლას.

მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის მტრებს, ჩვენი სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის არც მეთაურის, არ შეაჩერებს ჩვენ ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას, ერთიანი საქართველოსთვის, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას, ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს.

იხილეთ ასევე: