მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დღეიდან დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს
სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დღეიდან დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 12 ივ­ნისს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ა­ფარ­თო­ვა უკ­რა­ი­ნა­ში ომის გამო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დი სან­ქცი­ე­ბი და ჩა­მო­ნათ­ვალს და­ა­მა­ტა მოს­კო­ვის ბირ­ჟაც (MOEX).

შე­სა­ბა­მი­სად, ბირ­ჟა სა­პა­სუ­ხოდ გა­და­წყვი­ტა დღე­ი­დან, 13 ივ­ნი­სი­დან, შე­ე­წყვი­ტა ვაჭ­რო­ბა ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რით და ევ­რო­თი.

რუ­სუ­ლი ბირ­ჟის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტის ცნო­ბით, 13 ივ­ნი­სი­დან "სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბის ბა­ზარ­ზე ვაჭ­რო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტით, გარ­და აშშ დო­ლა­რის და ევ­რო­სი“.

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ბირ­ჟის გარ­და დო­ლა­რით და ევ­რო­თი ვაჭ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გაგ­რძელ­დე­ბო­და.

მოს­კო­ვის ბირ­ჟა რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი სტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, სა­დაც ბან­კე­ბი, ბიზ­ნე­სი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი ვა­ლუ­ტას ყი­დუ­ლო­ბენ და ყი­დი­ან. რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი აქამ­დე სწო­რედ ამ ვაჭ­რო­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ად­გენ­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის, რუბ­ლის კურსს.

ამი­ე­რი­დან რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი რუბ­ლის კურსს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბან­კე­ბის ან­გა­რიშ­გე­ბის და ბირ­ჟის მიღ­მა ვაჭ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით და­ად­გენს. ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, კურ­სის გან­სა­ზღვრა გა­უმჭვირ­ვა­ლე გახ­დე­ბა.

რუ­სე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი".

სან­ქცი­ე­ბი ზღუ­დავს რუბ­ლის კონ­ვერ­ტი­რე­ბა­დო­ბას, გაზ­რდის რუ­სე­თი­დან ვა­ლუ­ტის გა­ტა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და გა­არ­თუ­ლებს ვა­ლუ­ტის გა­ყიდ­ვას ხელ­საყ­რე­ლი კურ­სით რუსი ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბის­თვის, - აცხა­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

ოთხშა­ბათს და­ი­წყო რუბ­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რამ­დე­ნი­მე რუ­სულ­მა ბან­კმა გა­ზარ­და დო­ლა­რის გა­ყიდ­ვის ფასი. მოს­კო­ვის ვა­ლუ­ტის გაც­ვლის ოფი­სებ­ში დო­ლა­რის ყიდ­ვა 200 რუბ­ლად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დად­გე­ნი­ლი კურ­სით კი დო­ლა­რის ფასი 89 რუბ­ლზე ოდ­ნავ მე­ტია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დღეიდან დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს

სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დღეიდან დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს

როგორც ცნობილია, 12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც (MOEX).

შესაბამისად, ბირჟა საპასუხოდ გადაწყვიტა დღეიდან, 13 ივნისიდან, შეეწყვიტა ვაჭრობა ამერიკული დოლარით და ევროთი.

რუსული ბირჟის ოფიციალური საიტის ცნობით, 13 ივნისიდან "სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი“.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კი განაცხადა, რომ ბირჟის გარდა დოლარით და ევროთი ვაჭრობა ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა.

მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი აქამდე სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს.

ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს, სავარაუდოდ, ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით დაადგენს. ექსპერტები მიიჩნევენ, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ახალი სანქციები მიმართულია რუსეთის საფინანსო სისტემის არქიტექტურის წინააღმდეგ, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული".

სანქციები ზღუდავს რუბლის კონვერტირებადობას, გაზრდის რუსეთიდან ვალუტის გატანის ღირებულებას და გაართულებს ვალუტის გაყიდვას ხელსაყრელი კურსით რუსი ექსპორტიორებისთვის, - აცხადებენ ექსპერტები.

ოთხშაბათს დაიწყო რუბლის გაუფასურება, რამდენიმე რუსულმა ბანკმა გაზარდა დოლარის გაყიდვის ფასი. მოსკოვის ვალუტის გაცვლის ოფისებში დოლარის ყიდვა 200 რუბლად იყო შესაძლებელი. ცენტრალური ბანკის ოფიციალურად დადგენილი კურსით კი დოლარის ფასი 89 რუბლზე ოდნავ მეტია.