მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქიმ და დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
არქიმ და დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

არ­ქიმ და მსოფ­ლი­ო­ში ლი­დერ­მა აუ­დი­ტო­რულ­მა კომ­პა­ნია დე­ლო­იტ­მა აუ­დი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს.

დე­ლო­ი­ტი დიდი ოთხე­უ­ლის წევ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც არ­ქის და მის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის აუ­დიტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. დე­ლო­ი­ტის აუ­დი­ტო­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა არ­ქის­თვის მო­ი­აზ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თან­ხვედ­რას, სან­დო­ო­ბას და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს.

„მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია დე­ლო­ი­ტი არ­ქის და მის ჯგუფ­ში შე­მა­ვალ კომ­პა­ნი­ებს გა­უ­წევს აუ­დი­ტო­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას. აქამ­დეც მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და არ­ქი­სა და მის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის აუ­დი­ტი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო სა­ჯა­რო და ქვეყ­ნდე­ბო­და ან­გა­რიშ­გე­ბის პორ­ტალ­ზე. დე­ლო­იტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფრო ახა­ლი ეტა­პია მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სან­დო­ო­ბის მხრივ“. - არ­ქის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი.

არქი 18 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე 49 დას­რუ­ლე­ბუ­ლი და 22 მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი აქვს თბი­ლი­სის ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა უბან­ში, ასე­ვე ბა­კუ­რი­ან­სა და ბა­თუმ­ში. სა­ერ­თო სამ­შე­ნებ­ლო ფარ­თი კი 955 000 კვ.მ-ს შე­ად­გენს. მათ შო­რის არის პრე­მი­უმ კლა­სის, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი: არქი უნი­ვერ­სი, არქი რი­ვერ­თა­უ­ნი, არქი ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი. უნდა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ არ­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა - აპარ­ტო­ტე­ლე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. არ­ქის ერთ-ერთი მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი აპარ­ტო­ტე­ლია - არქი რა­მა­და ბა­თუ­მი, რომ­ლის პარტნი­ო­რი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის „ვინდჰე­მის“ ბრენ­დი. არქი რა­მა­და ბა­თუ­მი გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­თა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, ისე სას­ტუმ­როს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბით.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ არა­ერ­თი ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში: სი­ო­ნი, რუს­თა­ვი, ქო­ბუ­ლე­თი, კა­ხე­თი.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არქიმ და დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

არქიმ და დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

არქიმ და მსოფლიოში ლიდერმა აუდიტორულმა კომპანია დელოიტმა აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს.

დელოიტი დიდი ოთხეულის წევრი კომპანიაა, რომელიც არქის და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. დელოიტის აუდიტორული მომსახურება არქისთვის მოიაზრებს საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას, სანდოობას და უმაღლესი ხარისხის მონიტორინგს.

„მსოფლიოში ლიდერი აუდიტორული კომპანია დელოიტი არქის და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს გაუწევს აუდიტორულ მომსახურებას. აქამდეც მუდმივად ხორციელდებოდა არქისა და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების აუდიტი, აღნიშნული ინფორმაცია იყო საჯარო და ქვეყნდებოდა ანგარიშგების პორტალზე. დელოიტთან თანამშრომლობა კი განვითარების კიდევ უფრო ახალი ეტაპია მონიტორინგისა და სანდოობის მხრივ“. - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი 18 წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ამ ეტაპზე 49 დასრულებული და 22 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ფაქტობრივად ყველა უბანში, ასევე ბაკურიანსა და ბათუმში. საერთო სამშენებლო ფართი კი 955 000 კვ.მ-ს შეადგენს. მათ შორის არის პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური პროექტები: არქი უნივერსი, არქი რივერთაუნი, არქი ცენტრალური პარკი. უნდა გამოვარჩიოთ არქის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება - აპარტოტელები და სასტუმროები, რომლებიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ქსელებთან თანამშრომლობით შენდება. არქის ერთ-ერთი მიმდინარე ევროპული სტანდარტის მულტიფუნქციური აპარტოტელია - არქი რამადა ბათუმი, რომლის პარტნიორი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდი. არქი რამადა ბათუმი გამორჩეულია, როგორც სამშენებლო მასალებითა და ინფრასტრუქტურით, ისე სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისებით.

უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: სიონი, რუსთავი, ქობულეთი, კახეთი.

(R)