მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სექ­ტო­რი­სა და იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­ი­ღო ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­კოვს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ას­კვნის, რომ “რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ეკო­ნო­მი­კად იქცა, რო­მელ­შიც რუ­სე­თის მრეწ­ვე­ლო­ბის მთე­ლი სპექტრი­დან კომ­პა­ნი­ებს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვთ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლის­ხმე­ვებ­ში.”

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სფე­რო­დან სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას ამ­ზა­დე­ბენ - დრო­ნე­ბი­დან გე­მე­ბამ­დე - და მათ ნა­წი­ლებს, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს, საბ­რძო­ლო მა­სა­ლას, ელექტრო­ნი­კას, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შემ­კე­თე­ბელ კომ­პა­ნი­ებს.

სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი “მუ­შა­ო­ბენ ან მუ­შა­ობ­დნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვით ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ში, მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, ტრან­სპორ­ტსა და ფი­ნან­სურ სერ­ვი­სებ­ში.”

ახალ სა­სან­ქციო სი­ა­ში ასე­ვე ჩა­მოთ­ვლი­ლია 90-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პირი რუ­სე­თი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან, სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, სერ­ბე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას ცდი­ლობს.

სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ეყ­რდნო­ბა “მი­წო­დე­ბე­ბის რთულ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ ჯაჭ­ვებს,” რათა “კვე­ბოს სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა და სამ­ხედ­რო ძა­ლის­ხმე­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აწარ­მო­ოს.”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში.”

რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ - დრონებიდან გემებამდე - და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიები “მუშაობენ ან მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში.”

ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა “მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს,” რათა “კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს.”