სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან (ОДКБ) გა­მო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტებ­თან კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

"დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ისი­ნი არი­ან, ვინც მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ალი­ან­სი შეკ­რეს, რომ­ლის წევ­რებ­მაც გა­და­წყვი­ტეს არა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ წა­ვიდ­ნენ და აზერ­ბა­ი­ჯან­თან ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომი და­გეგ­მეს…

გა­მო­ვალთ [ОДКБ-დან], ამით გვა­ში­ნებთ? გა­ვა­კე­თებთ ამას, ჩვენ გა­დავ­წყვეტთ რო­დის გა­მო­ვალთ.

ნამ­დვი­ლი სომ­ხე­თის­კენ გზა­ზე ვართ და თით­ქმის უკვე მი­ვე­დით - სუ­ვე­რე­ნუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­კენ დე­მარ­კი­რუ­ლი სა­ზღვრე­ბით. არ შევტრი­ალ­დე­ბით, უბ­რა­ლოდ არ ვამ­ბობთ, რომ უც­ბად არ გა­გი­ფუჭ­დეთ ხა­სი­ა­თი“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ­თან სა­უბ­რის დროს.

კი­თხვა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და სომ­ხე­თი და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფა­ში­ნი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მან უპა­სუ­ხა: "კი, ეს კი­თხვა და­მის­ვამს. გე­ტყვით, რა მოხ­დე­ბო­და - იგი­ვე რამ იქ­ნე­ბო­და იმ ერთი სხვა­ო­ბით, რომ სომ­ხე­თი გუ­ბერ­ნია იქ­ნე­ბო­და, ასი პრო­ცენ­ტით“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის დროს განაცხადა.

"დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს…

გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ.

ნამდვილი სომხეთისკენ გზაზე ვართ და თითქმის უკვე მივედით - სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ დემარკირული საზღვრებით. არ შევტრიალდებით, უბრალოდ არ ვამბობთ, რომ უცბად არ გაგიფუჭდეთ ხასიათი“, - განაცხადა ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატთან საუბრის დროს.

კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მან უპასუხა: "კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა - იგივე რამ იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“.