მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე გერმანიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ (ფოტოები)
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე გერმანიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ (ფოტოები)

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე თბი­ლი­სის მერ კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს შეხ­ვდა.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი დი­უ­სელ­დორფში ჩა­ვი­და და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბამ­დე ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ­მა კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მელ­მაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ა­ერ­თი­ა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, სტა­დი­ო­ნი­დან უგულ­შე­მატ­კივ­რებს.

"მინ­და, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ. მჯე­რა, კი­დევ არა­ერთ სი­ხა­რულს მო­უ­ტანთ ჩვენს ქვე­ყა­ნას”, - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, ასე­ვე, ხაზი გა­უს­ვა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფეხ­ბურ­თე­ლებს სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთავ­რო­ბის გეგ­მებ­ზე ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლის­ში 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი ახა­ლი სტა­დი­ო­ნი აშენ­დე­ბა, ასე­ვე დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

ნაკ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა და ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში პორ­ტუ­გა­ლი­ის, თურ­ქე­თის და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბებ­თან ერ­თად იას­პა­რე­ზებს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ტურ­ნი­რი 18 ივ­ნისს თურ­ქეთ­თან მატ­ჩით და­ი­წყე­ბა. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის, ბო­ლოს კი 26 ივ­ნისს, პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე გერმანიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ (ფოტოები)

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე გერმანიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ (ფოტოები)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.

"მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”, - მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"