პარტნიორები:
    ავტორი:

    "თუ სომხეთის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის" - ნიკოლ ფაშინიანი

    "თუ სომხეთის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის" - ნიკოლ ფაშინიანი

    თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

    „თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ამ ცვლილებას განახორციელებს. დილიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვარ. ოპოზიციისგან არანაირი განცხადება არ მომისმენია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    დღეს, სომხეთის პარლამენტში მთავრობა დეპუტატების კითხვებს პასუხობს. საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.