სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც" - ექსპერტი
"წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც" - ექსპერტი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, აშშ-მა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, კერ­ძო პი­რებ­სა და სან­ქცი­რე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­საც…- სულ 34 პირს. სან­ქცი­რე­ბულ­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ძალ­ზე რთულ ვი­თა­რე­ბა­შია - ჯერ კი­დევ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა სან­ქცი­ებს უწე­სებს ქვეყ­ნის მარ­თვა­ში ჩარ­თულ პი­რებს. 6 ივ­ნისს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი სან­ქცი­ე­ბი გა­მო­ა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ჯერ კი­დევ აქვს დრო, შეც­ვა­ლოს კურ­სი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად მის­დევს" და "გა­და­ხე­დოს ქმე­დე­ბებს", მაგ­რამ თუკი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, სან­ქცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა გაგ­რძელ­დე­ბა. ბრი­ფინგზე ით­ქვა ისიც, რომ სან­ქცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მიერ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვის" ფარ­გლებ­ში. "ჩვენ ვა­წე­სებთ სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვებს ათე­უ­ლო­ბით პირ­ზე და მათ შო­რის მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, მათ­ზე, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრა­ზე, თა­ვი­სუ­ფა­ლი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა­ზე, მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თულ გავ­რცე­ლე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა. ასე­ვე ით­ქვა, რომ აშშ ისევ ღრმა შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და რი­ტო­რი­კის გამო. "ეს ქმე­დე­ბე­ბი რის­კის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ისე­ვე რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვილს", - თქვეს 6 ივ­ნისს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში. ექ­სპერტთა ნა­წი­ლის თქმით, სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი შე­ზღუდ­ვაა და უფრო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბი პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც მათ შე­აც­ვლე­ვი­ნებს გეგ­მებს. ეს კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნიშ­ნავს, რომ სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კა გაღ­რმავ­დე­ბა. სად მი­იყ­ვანს ქვე­ყა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს პო­ლი­ტი­კა? - ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ეკო­ნო­მი­კის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (ECIPE) უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

- უაღ­რე­სად რთულ, მე­ტიც, კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაც ჩვენ­სა და ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს შო­რის ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ აქამ­დე მი­ვე­დით. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია. სა­ვი­ზო სან­ქცი­ე­ბი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ზო­მაა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნა­ბი­ჯად მი­ვიჩ­ნი­ოთ. ეს თქვა კი­დეც მე­თიუ მი­ლერ­მა, რომ ამას შე­საძ­ლოა, სხვა ნა­ბი­ჯე­ბიც მოჰ­ყვეს, თუკი არ შე­იც­ვლე­ბა ვი­თა­რე­ბა. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არა მხო­ლოდ ე.წ. რუ­სულ კა­ნონ­ზე უა­რის თქმა, არა­მედ ზო­გა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რი­ტო­რი­კა და ის ნა­ბი­ჯე­ბი, რა­საც ბოლო ხანს დგა­მენ - ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კი და ა.შ. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ქა­რის წის­ქვი­ლებს ებ­რძვის... მისი წყა­ლო­ბით ამ კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ებ­ში ვართ ჩა­კარ­გუ­ლი. ეს ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი ერთი ნა­წი­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რაც დღეს ქვე­ყა­ნას შე­ექ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ არ გა­და­ი­ხე­და და შე­იც­ვა­ლა, მა­შინ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის იწყებს იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ეს სა­გან­გა­შო რამ არის.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ცი­ნი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სიმ­ძი­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას - თურ­მე არ და­დი­ან აშშ-ში, არც შემ­დეგ წავ­ლენ და ა.შ. ეს არის ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს სან­ქცი­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს, ვიდ­რე ვი­ღა­ცის­თვის აშშ-ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. ჯერ ერთი, ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ აშშ-ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, რო­გორც წესი, უნი­სონ­შია ხოლ­მე ამე­რი­კას­თან დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და, ალ­ბათ, მალე ვი­ხი­ლავთ ბრი­ტა­ნე­თის რე­აქ­ცი­ას. ამ ყვე­ლა­ფერს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­კავ­ში­რიც.

მაგ­რამ მთა­ვა­რი სხვა რამ არის - ის პი­რე­ბი, ვის­ზეც გა­მო­ცხად­და სან­ქცი­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვა­რე­ბი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა, ით­ქვა, რომ წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს. არი­ან კერ­ძო პი­რე­ბიც, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ამ სან­ქცი­ებ­ში მოხ­ვდნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­თუ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, არა­მედ უშუ­ა­ლოდ არი­ან ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის მარ­თვა­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ პი­რებს ასან­ქცი­რე­ბენ, რო­გორ ფიქ­რობთ, მათ­თან ვინ­მე ილა­პა­რა­კებს ქვე­ყა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ან ახალ პროგ­რა­მებ­ზე, ან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე? ან რო­მე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი გა­და­წყვეტს თან­ხის ჩა­დე­ბას ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არი­ან? ეს ყვე­ლა­ფერ­ზე აი­სა­ხე­ბა...

მთელ­მა ამ პრო­ცეს­მა ქვე­ყა­ნა უკვე ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა. ამის ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი უკვე ცხა­დია - პირ­ვე­ლი, ერთ თვე­ში გა­ი­მარ­თე­ბა ნა­ტოს სა­მი­ტი, რომ­ლის დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ არ არის ნახ­სე­ნე­ბი; მე­ო­რე - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­კო­მი­სი­ამ გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე, ჩვე­ნი ხსე­ნე­ბა კი არ­სად არის... გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ არის, ეს არის წვდო­მა ახალ პროგ­რა­მებ­თან, ახალ და­ფი­ნან­სე­ბებ­თან და ა.შ. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი, რაც უკვე დად­გა. წინ კი­დევ უა­რე­სი გვე­ლო­დე­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ევ­რო­კავ­ში­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას კი არ გა­ნი­ხი­ლავს, არა­მედ შე­საძ­ლოა დღის წეს­რიგ­ში დად­გეს ჩვენ­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა. ქვე­ყა­ნა უაღ­რე­სად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თუ ამას მოჰ­ყვა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბიც, იმ პროგ­რა­მე­ბის გა­და­ხედ­ვა, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა თავ­დაც­ვას, უსაფრ­თხო­ე­ბას, ენერ­გე­ტი­კას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ჯან­დაც­ვას, გა­ნათ­ლე­ბას და ა.შ., წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­ო­დენ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ქვე­ყა­ნა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რია, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით იცა­ვენ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ცდი­ლო­ბენ რი­გი­თი ობი­ვა­ტე­ლი და­ა­ჯე­რონ ამა­ში შემ­დე­გი ლო­გი­კით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს ქვე­ყა­ნა და რა კა­ნო­ნის მი­ღე­ბაც უნდა, ვერ მი­ი­ღო­სო. ლა­მის იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და ევ­რო­კავ­შირს ადა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს...

- რა თქმა უნდა, ქვეყ­ნის ნე­ბაა, რომ მი­ი­ღოს ის კა­ნო­ნი, რაც უნდა და ისიც, რო­გორ სა­ხელ­მწი­ფოს აა­შე­ნებს, რაც ჩვენს პარტნი­ო­რებ­საც არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, მაგ­რამ ისიც უთ­ქვამთ, რომ მათი ნე­ბაა უკვე, რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ ამ ქვე­ყა­ნას­თან. რო­გორც ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა მო­ვიქ­ცეთ ისე, რო­გორც გვინ­და, ასე­ვე ჩვენს პარტნი­ო­რებს აქვთ უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­გო­რიც მათ სურთ.გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც" - ექსპერტი

"წარმოიდგინეთ, ჩვენ უცებ ვთქვათ, რომ არ მოგვწონს თქვენი წესები და ევროპის ჩემპიონატზე იმ წესებით ვითამაშებთ, რაც ჩვენ გვინდაო. თქვენი აზრით, რა მოხდება? ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც" - ექსპერტი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აშშ-მა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. სავიზო სანქციები შეეხო ასევე სამართალდამცავებს, კერძო პირებსა და სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც…- სულ 34 პირს. სანქცირებულთა გვარ-სახელები უცნობია, თუმცა, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა ძალზე რთულ ვითარებაშია - ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა სანქციებს უწესებს ქვეყნის მართვაში ჩართულ პირებს. 6 ივნისს, როდესაც პირველი სანქციები გამოაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს კურსი, რომელსაც ამჟამად მისდევს" და "გადახედოს ქმედებებს", მაგრამ თუკი არაფერი შეიცვლება, სანქცირების პოლიტიკა გაგრძელდება. ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სანქციების პირველი ეტაპი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიერ არის გამოცხადებული "ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის" ფარგლებში. "ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის მათ ოჯახის წევრებზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებასა და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე", - განაცხადა მეთიუ მილერმა. ასევე ითქვა, რომ აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. "ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხის სურვილს", - თქვეს 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ექსპერტთა ნაწილის თქმით, სავიზო სანქციები შედარებით მსუბუქი შეზღუდვაა და უფრო გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ვერც მათ შეაცვლევინებს გეგმებს. ეს კი, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკა გაღრმავდება. სად მიიყვანს ქვეყანას ხელისუფლების ეს პოლიტიკა? - ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრება საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

- უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ. წარმოუდგენელია, რაც ჩვენსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ხდება. სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით. აქ მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტორია. სავიზო სანქციები შედარებით მსუბუქი ზომაა, შესაბამისად, ეს შეიძლება გამაფრთხილებელ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ეს თქვა კიდეც მეთიუ მილერმა, რომ ამას შესაძლოა, სხვა ნაბიჯებიც მოჰყვეს, თუკი არ შეიცვლება ვითარება. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ე.წ. რუსულ კანონზე უარის თქმა, არამედ ზოგადად "ქართული ოცნების" დამოკიდებულება, რიტორიკა და ის ნაბიჯები, რასაც ბოლო ხანს დგამენ - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულება, შეთქმულების თეორიები, გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკი და ა.შ. ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ქარის წისქვილებს ებრძვის... მისი წყალობით ამ კონსპირაციის თეორიებში ვართ ჩაკარგული. ეს ე.წ. აგენტების კანონი ერთი ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც დღეს ქვეყანას შეექმნა. ეს ყველაფერი თუ არ გადაიხედა და შეიცვალა, მაშინ, სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის იწყებს იმ ურთიერთობების გადახედვას, რაც ამ წლების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა. ეს საგანგაშო რამ არის.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ცინიკური განცხადებებით ცდილობენ ამ გადაწყვეტილებების სიმძიმის შემსუბუქებას - თურმე არ დადიან აშშ-ში, არც შემდეგ წავლენ და ა.შ. ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება. ეს სანქციები გაცილებით ბევრ რამეს ნიშნავს, ვიდრე ვიღაცისთვის აშშ-ში გადაადგილების შეზღუდვას. ჯერ ერთი, ეს არ იქნება მხოლოდ აშშ-ში გადაადგილების შეზღუდვა, როგორც წესი, უნისონშია ხოლმე ამერიკასთან დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა და, ალბათ, მალე ვიხილავთ ბრიტანეთის რეაქციას. ამ ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებს ევროკავშირიც.

მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - ის პირები, ვისზეც გამოცხადდა სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ გვარები არ დასახელებულა, ითქვა, რომ წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. არიან კერძო პირებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სანქციებში მოხვდნენ პირები, რომლებიც არათუ დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან, არამედ უშუალოდ არიან ჩართული ქვეყნის მართვაში, როდესაც ხელისუფლების პოლიტიკურ პირებს ასანქცირებენ, როგორ ფიქრობთ, მათთან ვინმე ილაპარაკებს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ან ახალ პროგრამებზე, ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე? ან რომელი სერიოზული ინვესტორი გადაწყვეტს თანხის ჩადებას ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დასანქცირებული არიან? ეს ყველაფერზე აისახება...

მთელმა ამ პროცესმა ქვეყანა უკვე ძალიან დააზარალა. ამის ნეგატიური შედეგები უკვე ცხადია - პირველი, ერთ თვეში გაიმართება ნატოს სამიტი, რომლის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა საერთოდ არ არის ნახსენები; მეორე - რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, ჩვენი ხსენება კი არსად არის... გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ მოლაპარაკებები არ არის, ეს არის წვდომა ახალ პროგრამებთან, ახალ დაფინანსებებთან და ა.შ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც უკვე დადგა. წინ კიდევ უარესი გველოდება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. საქართველოსთან ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებას კი არ განიხილავს, არამედ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ქვეყანა უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია. თუ ამას მოჰყვა ფინანსური სანქციებიც, იმ პროგრამების გადახედვა, რომლებიც შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ., წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა.

- ხელისუფლების რიტორიკა დაახლოებით ამგვარია, რომ ამ კანონის მიღებით იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ცდილობენ რიგითი ობივატელი დააჯერონ ამაში შემდეგი ლოგიკით, როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ქვეყანა და რა კანონის მიღებაც უნდა, ვერ მიიღოსო. ლამის იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს ადარებენ ერთმანეთს...

- რა თქმა უნდა, ქვეყნის ნებაა, რომ მიიღოს ის კანონი, რაც უნდა და ისიც, როგორ სახელმწიფოს ააშენებს, რაც ჩვენს პარტნიორებსაც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ ისიც უთქვამთ, რომ მათი ნებაა უკვე, რა ურთიერთობები ექნებათ ამ ქვეყანასთან. როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ. გააგრძელეთ კითხვა