პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემი 4 წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის…" - გავერთიანდეთ პატარა დათის სიცოცხლისთვის
"დღეს ჩემი 4 წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის…" - გავერთიანდეთ პატარა დათის სიცოცხლისთვის

კვლა­ვაც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის გულ­მო­წყა­ლე­ბის იმე­დი გვაქვს. ამ­ჯე­რად 4 წლის და­თის გა­და­სარ­ჩე­ნად უნდა ვიბ­რძო­ლოთ.

ჩვე­ნი კო­ლე­გის თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი პა­ტა­რა ვაჟს თა­ვის ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნეს. ოჯახს ბავ­შვის უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­საყ­ვა­ნად დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"უკვე 16 წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ვმუ­შა­ობ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­სა თუ ადა­მი­ა­ნის მძი­მე ის­ტო­რია მო­მის­მე­ნია და ბევ­რის ცხოვ­რე­ბა, ყვე­ლამ ერ­თად, უკე­თე­სო­ბის­კე­ნაც შევ­ცვა­ლეთ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მსგავს ამ­ბავს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ყვე­ლა ბავ­შვის ტკი­ვი­ლი მტკი­ო­და და ასე­თი მარ­თლაც ბევ­რია ჩვენს ირ­გვლივ, მა­ინც ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასე­თი ის­ტო­რი­ის გმი­რი თა­ვად გავ­ხდე­ბო­დი და ასე სა­ჯა­როდ მო­მი­წევ­და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა.

დღეს ჩემი ოთხი წლის შვი­ლი, გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის… ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტო არ ვართ და ამის­თვის მად­ლო­ბა ექი­მებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს… მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი ჩემს ამ მძი­მე პრობ­ლე­მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გავმკლა­ვე­ბო­დი, მაგ­რამ და­თის გამო მინ­და გა­მი­გოთ…დათი, ჩემი ერ­თა­დერ­თი და ნა­ნატ­რი შვი­ლია, რომ­ლის მოვ­ლი­ნე­ბას წლე­ბი ვე­ლო­დი.

ოთხი წლის წინ, მა­შინ და­ი­ბა­და, როცა ერ­თა­დერ­თი ძმა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­მეც­ვა­ლა. ეს პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია. მე რომ ცო­ცხა­ლი ვარ სწო­რედ და­თის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. უბ­რა­ლოდ, კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა და იმ­სა­ხუ­რებს კარ­გად იყოს.

დღეს, ჩემი შვი­ლი, თა­ვის ტვი­ნის, (მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მას) ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის… სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რის­თვი­საც კი­დევ ერთხელ უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ზეპრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს, ახლა მისი ეს­პა­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო, სა­დაც სხი­ვუ­რი თე­რა­პია და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უნდა და­უ­ნიშ­ნონ.ამ ბრძო­ლა­ში ჯან­დაც­ვის უწყე­ბას მარ­ტო ნამ­დვი­ლად არ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ დახ­მა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო. ვიცი, ბევ­რს სა­კუ­თა­რი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს და მი­ჭირს ამას რომ ვწერ, მაგ­რამ ბო­დი­შის მოხ­დით, ჩემი შვი­ლის­თვის…"

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი#GE07BG0000000103273965

თი­ბი­სი ბან­კი#GE61TB7770445061600003

მიმ­ღე­ბი: თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დღეს ჩემი 4 წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის…" - გავერთიანდეთ პატარა დათის სიცოცხლისთვის

"დღეს ჩემი 4 წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის…" - გავერთიანდეთ პატარა დათის სიცოცხლისთვის

კვლავაც ჩვენი მკითხველის გულმოწყალების იმედი გვაქვს. ამჯერად 4 წლის დათის გადასარჩენად უნდა ვიბრძოლოთ.

ჩვენი კოლეგის თორნიკე ყაჯრიშვილი პატარა ვაჟს თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ოჯახს ბავშვის უცხოეთში სამკურნალოდ წასაყვანად დახმარება სჭირდება.

"უკვე 16 წელია ჟურნალისტი ვარ. ძირითადად სოციალურ თემებზე ვმუშაობდი და ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეჭირვებული ოჯახისა თუ ადამიანის მძიმე ისტორია მომისმენია და ბევრის ცხოვრება, ყველამ ერთად, უკეთესობისკენაც შევცვალეთ.მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსგავს ამბავს ძალიან განვიცდიდი, ყველა ბავშვის ტკივილი მტკიოდა და ასეთი მართლაც ბევრია ჩვენს ირგვლივ, მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ისტორიის გმირი თავად გავხდებოდი და ასე საჯაროდ მომიწევდა დახმარების თხოვნა.

დღეს ჩემი ოთხი წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის… ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და ამისთვის მადლობა ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს… მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემს ამ მძიმე პრობლემას დამოუკიდებლად გავმკლავებოდი, მაგრამ დათის გამო მინდა გამიგოთ…დათი, ჩემი ერთადერთი და ნანატრი შვილია, რომლის მოვლინებას წლები ველოდი.

ოთხი წლის წინ, მაშინ დაიბადა, როცა ერთადერთი ძმა მოულოდნელად გარდამეცვალა. ეს პატარა ბიჭუნა, ჩვენი ოჯახის ერთადერთი ნათელი წერტილია. მე რომ ცოცხალი ვარ სწორედ დათის დამსახურებაა. უბრალოდ, კარგი პიროვნებაა და იმსახურებს კარგად იყოს.

დღეს, ჩემი შვილი, თავის ტვინის, (მედულობლასტომას) ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის… საქართველოში წარმატებული ოპერაციის შემდეგ, რისთვისაც კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი ზეპროფესიონალ ექიმებს, ახლა მისი ესპანეთში გადაყვანაა საჭირო, სადაც სხივური თერაპია და დამატებითი კვლევების საფუძველზე, მკურნალობის კურსი უნდა დაუნიშნონ.ამ ბრძოლაში ჯანდაცვის უწყებას მარტო ნამდვილად არ დავუტოვებივართ, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, იძულებული ვარ დახმარება საზოგადოებას ვთხოვო. ვიცი, ბევრს საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და მიჭირს ამას რომ ვწერ, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ჩემი შვილისთვის…"

საქართველოს ბანკი#GE07BG0000000103273965

თიბისი ბანკი#GE61TB7770445061600003

მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი