სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა აგრიმ" Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა
"თეგეტა აგრიმ" Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა

Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მო­ნა­წი­ლე­ებს წელს „თე­გე­ტა აგ­რის“ პრე­მი­უმ კლა­სის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. „ექ­სპო­ჯორ­ჯი­ამ“ ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მე-16 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში 8 ქვეყ­ნის 200-ამდე კომ­პა­ნია იყო ჩარ­თუ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში, ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებ­თან ერ­თად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და დამ­ხმა­რე მა­სა­ლე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის Tegeta Construction Equipment-ის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა „თე­გე­ტა აგრი“ კი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის წი­ნა­შე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით წარ­დგა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ 2023 წლის ბო­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­ზარ­და და ფერ­მე­რე­ბის­თვის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად იქცა.

გი­ორ­გი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, „თე­გე­ტა აგ­რის“ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი: „Winexpo Georgia-ზე ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზა­ნი იყო, ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბის ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის რომ­ლე­ბიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დე­ბი გაგ­ვეც­ნო. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ Goldoni-ს პრე­მი­უმ ხა­ზის სა­ვე­ნა­ხე და სა­ბა­ღე ტექ­ნი­კა და ასე­ვე დიდი ზო­მის, მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის ტრაქ­ტო­რე­ბი. ვი­ზი­ტო­რე­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი იყო ინ­ტე­რე­სი Fendt-ისა და Valtra-ს მი­მარ­თაც. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი და მათი უპი­რა­ტე­სო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლია.

ბრენ­დე­ბით, რომ­ლე­ბიც „თე­გე­ტა აგ­რი­ში“ გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ, ვპა­სუ­ხობთ ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნას, რომ­ლე­ბიც თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი ასორ­ტი­მენ­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც მა­ღა­ლი, ისე სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ფერ­მე­რე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ „თე­გე­ტა აგრი“ რე­გი­ონ­ში მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვეტ როლს ითა­მა­შებს “.

„თე­გე­ტა აგ­რის“ მიერ Winexpo Georgia-ზე წარ­დგე­ნი­ლი ტექ­ნი­კა გა­მო­ირ­ჩე­ვა გამ­ძლე­ო­ბი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით. Fendt-ის ტრაქ­ტო­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ძლი­ე­რი ძრა­ვე­ბით, მო­წი­ნა­ვე გა­და­ცე­მის სის­ტე­მე­ბით და კარ­გად არის მორ­გე­ბუ­ლი ისეთ ამო­ცა­ნებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა ხვნა, ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა, თეს­ვა და სხვა. ტრაქ­ტო­რე­ბი თავ­სე­ბა­დია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­სუ­ქე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და ჰერ­ბი­ცი­დე­ბის­თვის. კომ­ბა­ი­ნე­ბი კი მა­ღა­ლი წარ­მა­დო­ბი­თა და სე­პა­რა­ცი­ის სის­ტე­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ფუნ­ქცი­ე­ბი ქი­მი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მო­სავ­ლის და­ნა­კარ­გის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

Valtra-ს ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რო­ბა. სხვა­დას­ხვა რე­ლი­ეფ­ზე ნა­ვი­გა­ცი­ის უნა­რით, ეს ტრაქ­ტო­რე­ბი ეფექ­ტი­ა­ნია კულ­ტუ­რე­ბის ფარ­თო სპექტრის მო­საყ­ვა­ნად. ცნო­ბი­ლია ძლი­ე­რი ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი სის­ტე­მი­თაც და გა­მარ­თუ­ლად, სა­ი­მე­დოდ მუ­შა­ობს. ასე­ვე, მომ­ხმა­რებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­თხოვ­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სიმ­რავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

იტა­ლი­უ­რი Goldoni კი ცნო­ბი­ლია, რო­გორც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და პა­ტა­რა, მრა­ვალ­მხრი­ვი ტრაქ­ტო­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი. ამ ბრენ­დის ტექ­ნი­კა იდე­ა­ლუ­რად ერ­გე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ფერ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

WinExpo Georgia 2024-ის ფარ­გლებ­ში, ღვი­ნის ექ­სპორ­ტის ფო­რუ­მიც გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

სამდღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რი­თა და გა­მო­ფე­ნე­ბის ცენ­ტრის „ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას“ ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის” შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, „თე­გე­ტა აგრი” 2023 წლი­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბით ამა­რა­გებს ქარ­თულ ბა­ზარს. კომ­პა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ისეთ მსხვილ აგ­რო­ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ ბრენ­დებს რო­გო­რე­ბი­ცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თე­გე­ტა აგ­რის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რის სერ­ტი­ფი­კა­ტიც გა­და­ე­ცა, ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კულ კორ­პო­რა­ცია”AGCO”-ში, რო­მე­ლიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ მსოფ­ლიო ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თეგეტა აგრიმ" Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა

"თეგეტა აგრიმ" Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა

Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200-ამდე კომპანია იყო ჩართული. საერთაშორისო გამოფენაში, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიებიც მონაწილეობდნენ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება „თეგეტა აგრი“ კი დამთვალიერებლის წინაშე სპეციალური ტექნიკით წარდგა.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წლის ბოლოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება პრიორიტეტად აქცია. საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სპეციალური ტექნიკის ხელმისაწვდომობა გაზარდა და ფერმერებისთვის საიმედო პარტნიორად იქცა.

გიორგი მარდალეიშვილი, „თეგეტა აგრის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარების მენეჯერი: „Winexpo Georgia-ზე ჩვენი მონაწილეობის მიზანი იყო, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის და ასევე ღონისძიების ვიზიტორებისთვის რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით არიან დაინტერესებული, პრემიუმ კლასის ბრენდები გაგვეცნო. საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ Goldoni-ს პრემიუმ ხაზის სავენახე და საბაღე ტექნიკა და ასევე დიდი ზომის, მაღალი სიმძლავრის ტრაქტორები. ვიზიტორების მხრიდან მაღალი იყო ინტერესი Fendt-ისა და Valtra-ს მიმართაც. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები და მათი უპირატესობა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებისთვის უკვე კარგად ცნობილია.

ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ რეგიონში მიმართულების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს “.

„თეგეტა აგრის“ მიერ Winexpo Georgia-ზე წარდგენილი ტექნიკა გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი ხარისხით. Fendt-ის ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი ძრავებით, მოწინავე გადაცემის სისტემებით და კარგად არის მორგებული ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა ხვნა, ნიადაგის მომზადება, თესვა და სხვა. ტრაქტორები თავსებადია ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება სასუქების, პესტიციდებისა და ჰერბიციდებისთვის. კომბაინები კი მაღალი წარმადობითა და სეპარაციის სისტემით გამოირჩევა. ეს ფუნქციები ქიმიური მოხმარების, გარემოზე ზემოქმედებისა და მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

Valtra-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მრავალფუნქციურობა. სხვადასხვა რელიეფზე ნავიგაციის უნარით, ეს ტრაქტორები ეფექტიანია კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად. ცნობილია ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემითაც და გამართულად, საიმედოდ მუშაობს. ასევე, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით გამოირჩევა.

იტალიური Goldoni კი ცნობილია, როგორც სპეციალიზებული და პატარა, მრავალმხრივი ტრაქტორების მწარმოებელი. ამ ბრენდის ტექნიკა იდეალურად ერგება მცირე და საშუალო ზომის ფერმების საჭიროებებს.

WinExpo Georgia 2024-ის ფარგლებში, ღვინის ექსპორტის ფორუმიც გაიმართა, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავდა მიზნად.

სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

NS