საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა, იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს" - ვოლსკი
"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა, იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს" - ვოლსკი

სა­ოც­რე­ბაა, მაგ­რამ კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ სა­თა­ვე­ში სწო­რედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა იმი­ტომ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის გული და­ი­პყროს და ახალ­გაზ­რდე­ბის კი­სერ­ზე შე­მომ­ჯდა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ებ­თან მო­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ა­ში ჯერ არ უმსჯე­ლი­ათ, თუ ვინ იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სის­ხლი­ა­ნი ხე­ლე­ბით მო­ვიდ­ნენ, დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში რა­დი­კა­ლურ ფრთას წარ­მო­ად­გე­ნენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი არ იქ­ნე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი ლი­დე­რი შე­არ­ჩი­ეს. სა­ოც­რე­ბაა, მაგ­რამ კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" სა­თა­ვე­ში სწო­რედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა იმი­ტომ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის გული და­ი­პყროს და ახალ­გაზ­რდე­ბის კი­სერ­ზე შე­მომ­ჯდა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ებ­თან მო­ვი­დეს. ეს არა ერთხელ გვით­ქვამს და კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და გუ­შინ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ვინ იქ­ნე­ბა, ჯერ ვერ გე­ტყვით. ამ სა­კი­თხზე არ გვიმ­სჯე­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღირ­სე­უ­ლი კა­ცია და რაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის გა­უ­კე­თე­ბია, არის მო­მავ­ლის ბი­ლი­კე­ბი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა უკე­თე­სო­ბის­კენ მიჰ­ყავს. ამ ადა­მი­ანს უამ­რა­ვი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს და მას ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­უდ­გამს. ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და ხის­ტია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა მის კან­დი­და­ტო­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად, პრე­ზი­დენ­ტად, რა­ზე­დაც ლა­პა­რა­კო­ბენ, ეს შე­მო­ტა­ნი­ლი თე­მე­ბია, რომ რა­ღაც სკან­და­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით," - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა, იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს" - ვოლსკი

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა, იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს" - ვოლსკი

საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

"ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს. საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავლის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს. ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტად, რაზედაც ლაპარაკობენ, ეს შემოტანილი თემებია, რომ რაღაც სკანდალური ატმოსფერო შექმნან ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ვოლსკიმ.