სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაკრების პირველი ვარჯიში გერმანიაში და კომენტარები:  "ერთი ოჯახი ვართ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა" - ცნობილია ისიც, ვისთან როგორი მაისურით ვითამაშებთ
ნაკრების პირველი ვარჯიში გერმანიაში და კომენტარები:  "ერთი ოჯახი ვართ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა" - ცნობილია ისიც, ვისთან როგორი მაისურით ვითამაშებთ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნაგ­რძობს.

11 ივ­ნისს ქა­ლაქ ფელ­ბერ­ტში მდე­ბა­რე ჩვე­ნი გუნ­დის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად ივარ­ჯი­შა.

საწ­ვრთნელ პრო­ცეს­ში 12 ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლებ­საც მონ­ტე­ნეგ­როს­თან ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში არ უთა­მა­ში­ათ ან მცი­რე სა­თა­მა­შო დრო მი­ი­ღეს. გუნ­დის სხვა მო­თა­მა­შე­ებ­მა აღ­დგე­ნით სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცეს­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ევრო 2024-ის­თვის მზა­დე­ბის ახა­ლი ეტა­პის და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, საბა ლობ­ჟა­ნი­ძემ და ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თეს:

საბა ლობ­ჟა­ნი­ძე (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი):

"გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვლის დღე ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ახლა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, სად ვართ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. და­ი­წყო მზა­დე­ბის ახა­ლი ეტა­პი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ბო­ლო­ოდ მო­ვემ­ზა­დე­ბით თა­მა­შე­ბის­თვის.

მონ­ტე­ნეგ­როს­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. გა­მოჩ­ნდა ხარ­ვე­ზე­ბი, რა­ზეც ვი­მუ­შა­ვებთ, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ და 100 პრო­ცენ­ტით მზად ვიქ­ნე­ბით თურ­ქეთ­თან შეხ­ვედ­რის­თვის. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. მონ­ტე­ნეგ­რო­შიც იყ­ვნენ და მათი მუხ­ტი იგ­რძნო­ბო­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის.

მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა. ერთი ოჯა­ხი ვართ და გუნდში ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბაა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა, რო­დე­საც ამას შენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად აკე­თებ“.

ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი):

"ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გუნ­დის­თვის და მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყოს თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე, რომ კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ თავი.

21-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა, რომ სწო­რი მიდ­გო­მით ყვე­ლა ნაკ­რებ­თან შე­იძ­ლე­ბა კარ­გად თა­მა­ში და მო­გე­ბა­ზე ფიქ­რი. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა წაგ­ვად­გე­ბა ყვე­ლას. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, რომ­ლებ­მაც 21-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შეს.

მონ­ტე­ნეგ­როს­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი თა­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გვე­ნა­ხა, თუ რა ეტაპ­ზე ვართ ახლა. ვფიქ­რობ, რომ დარ­ჩე­ნილ ერთ კვი­რა­ში გუნ­დი ასი პრო­ცენ­ტით მზად იქ­ნე­ბა თურ­ქეთ­თან თა­მა­შის­თვის“.

12 ივ­ნისს, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით 17 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ღია ვარ­ჯიშს გა­მარ­თავს. ევრო 2024-ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შეკ­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ვარ­ჯი­ში გერ­მა­ნი­ა­ში, ფელ­ბერ­ტში, IMS Arena-ს საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ვარ­ჯიშ­ზე და­სას­წრე­ბად გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რე­გის­ტრა­ცია 9 ივ­ნისს და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ყვე­ლა ად­გი­ლი შე­ივ­სო.

ცნო­ბი­ლი გახ­და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ჩვე­ნი გუნ­დი რო­მელ მატჩზე რო­გო­რი მა­ი­სუ­რე­ბით გავა მო­ე­დან­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თეთ­რი მა­ი­სუ­რით ითა­მა­შებს; ჩე­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წი­თე­ლი მა­ი­სუ­რით; პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდე­გაც ისევ წით­ლით.

ყუ­რა­დღე­ბა: ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის 12 ივ­ნისს, 16:30 სა­ა­თი­დან, სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შე­რე­უ­ლი ზონა (Mixedzone) იმუ­შა­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (დი­ნა­მო თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (ყა­რა­ბა­ღი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი)

დაც­ვა: სო­ლო­მონ კვირ­კვე­ლია (ალ ახ­დუ­დი, სა­უ­დის არა­ბე­თი), გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი (პერ­სე­პო­ლი­სი, ირა­ნი), გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ჯიმი ტა­ბი­ძე (პა­ნე­თო­ლი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (კრე­მო­ნე­ზე, იტა­ლია), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა: გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი (კრა­ი­ო­ვა, რუ­მი­ნე­თი), გაბ­რი­ელ სი­გუა (ბა­ზე­ლი, შვე­ი­ცა­რია), ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი (ლეხი, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი (ვოლფსბერ­გე­რი, ავ­სტრია), ლე­ვან შენ­გე­ლია (პა­ნე­თო­ლი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (დი­ნა­მო ბა­თუ­მი, სა­ქარ­თვე­ლო), საბა ლობ­ჟა­ნი­ძე (ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი, აშშ), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (მეცი, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (კარლსრუე, გერ­მა­ნია), გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი, იტა­ლია), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (ბორ­დო, საფ­რან­გე­თი).

ევრო 2024 | სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მატ­ჩე­ბის გან­რი­გი

18 ივ­ნი­სი | თურ­ქე­თი - სა­ქარ­თვე­ლო | 20:00

22 ივ­ნი­სი | სა­ქარ­თვე­ლო - ჩე­ხე­თი | 17:00

26 ივ­ნი­სი | სა­ქარ­თვე­ლო - პორ­ტუ­გა­ლია | 23:00

  • მომ­ზა­დე­ბუ­ლია nakrebi.ge-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ნაკრების პირველი ვარჯიში გერმანიაში და კომენტარები:  "ერთი ოჯახი ვართ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა" - ცნობილია ისიც, ვისთან როგორი მაისურით ვითამაშებთ

ნაკრების პირველი ვარჯიში გერმანიაში და კომენტარები:  "ერთი ოჯახი ვართ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა" - ცნობილია ისიც, ვისთან როგორი მაისურით ვითამაშებთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს.

11 ივნისს ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა ლობჟანიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს:

საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):

"გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ, სად ვართ, მაგრამ ამავდროულად, მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის.

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის.

მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“.

ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):

"ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს.

მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი ასი პროცენტით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის“.

12 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო.

ცნობილი გახდა ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი რომელ მატჩზე როგორი მაისურებით გავა მოედანზე:

საქართველოს ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ თეთრი მაისურით ითამაშებს; ჩეხეთის წინააღმდეგ წითელი მაისურით; პორტუგალიის წინააღმდეგაც ისევ წითლით.

ყურადღება: ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 12 ივნისს, 16:30 საათიდან, სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

  • მომზადებულია nakrebi.ge-ს მასალების მიხედვით